ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2016 წელი

ჩაის ფოთლის წარმოება

საქართველოში 2016 წელს 3,000 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. 2014-2016 წლებში რეგიონების მიხედვით წარმოების მაჩვენებლები შემდეგია:

წარმოება (ათასი ტონა) 2014 2015 2016
აჭარა 0.2 0.9 0.8
გურია 0.4 0.4 0.4
იმერეთი 0.0 0.0 0.7
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1.2 0.8 1.1
სულ 1.8 2.1 3.0
ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1,400 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა და 1.3-ჯერ მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან.

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მასა (კგ.)  1,455,974  1,888,807
ღირებულება ($) 1,275,865 6,452,439
1 კგ. საშუალო ფასი ($/კგ.)  0.88  3.42
პროდუქტები და ფასები

2016 წელს 1 კგ. სანედლეულე ჩაის ფასი დაახლოებით 2.50 ლარი/კგ. იყო.

2017 წლის ივნისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: 25-100-ცალიანი ერთჯერადი პაკეტების შეკვრები, 50-75-100-350-გრამიანი დასაყენებელი ჩაის შეკვრები. შავი ჩაის ასორტიმენტი უფრო მეტია, ვიდრე მწვანე ჩაის. ერთჯერადი პაკეტების ჩაის ასორტიმენტი უფრო მეტია, ვიდრე დასაყენებელის (ფოთლის ჩაის რაოდენობა ყველაზე მცირეა).

ყველაზე მეტად გაყიდვადია შავი ჩაი, შემდეგ – მწვანე ჩაი. ყველაზე მეტად იყიდება ერთჯერადი პაკეტის ჩაი, შემდეგ – დასაყენებელი.

დაახლოებით ერთნაირია ქართული და უცხოური მწარმოებლების რაოდენობები. უცხოელი მწარმოებლების ჩაი უფრო მეტ სავაჭრო ობიექტშია წარმოდგენილი, ვიდრე ქართული საწარმოების უმრავლესობისა.

სავაჭრო ობიექტებში წარმოდგენილი 25 ცალი ერთჯერადპაკეტიანი (50-გრამიანი) შეკვრების ფასები მწვანე ჩაისთვის 2.20-4.90 ლარის შუალედში იყო. შავი ჩაისთვისაც დაახლოებით იგივე ფასებია (2,30-4.20 ლარი). 100-გრამიანი დასაყენებელი მწვანე ჩაის ფასები 2.60-4.95 ლარის შუალედში იყო, იგივე ფასები იყო შავ ჩაისთვისაც (2.80-4.85 ლარი).

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება