შაბათი , მაისი 18 2024
geen

მთავარი

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის ბოლოს – 164,500 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

პოზიტიურობა, როგორც ჯანმრთელობისა და წარმატების საფუძველი: ნაწილი I

როდესაც პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდებით, თითოეული ჩვენგანი იღებს რჩევას - „შეინარჩუნე პოზიტიურობა“. გამოწვევა მით უფრო დიდია, რაც უფრო არარეალისტურად ჟღერს „ნახევრად სავსე ჭიქის“ სიბრძნე. ძნელია დადებით პოზიციაზე მოახდინოთ ფოკუსირება, როცა პოზიტიურობა მხოლოდ მეოცნებე აზროვნებად გესახებათ. რეალური დაბრკოლება პოზიტიურობისთვის არის ის, რომ ჩვენი ტვინი საფრთხეების ძიებაზე მომართული სენსორია. გადარჩენის ეს მექანიზმი კარგად ემსახურებოდა კაცობრიობას...

ვრცლად »

7 წესი ეფექტური დელეგირებისთვის

ბიზნესის აგებისა და მართვის პროცესში საჭიროა ბევრი ქუდის მორგება. თქვენ მოგიწევთ გამყიდველის, ინოვატორის, ფინანსური მენეჯერისა და ლიდერის როლის თამაში, ამასთან მთელი დღის განმავლობაში რუტინულ, წვრილ-წვრილ ამოცანებთან გამკლავება. მალე შენიშნავთ, რომ საქმისგან მიღებულ თავდაპირველ სიამოვნებას ხანგრძლივი სამუშაო საათები, ღამეები, დაკავებული შაბათ-კვირები ჩაანაცვლებს და გადასაჭრელ ამოცანათა მუდმივად მზარდ დასტაზე კონტროლს დაკარგავთ. როდესაც ამ ეტაპზე მიხვალთ ...

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2018, იანვარი

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით საქართველოს 444,421 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან +14.8%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 189,476 შეადგინა (ზრდა +23%). ყველაზე მეტი ვიზიტი  აზერბაიჯანიდან (+0.8), თურქეთიდან (+20.1%), სომხეთიდან (+20.9%), რუსეთიდან (+14.6%) და ირანიდან (+92.4%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან...

ვრცლად »

საქართველოს საგარეო ვაჭრობა: 2018, იანვარი

2018 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 815.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.1  პროცენტით მეტია.  აქედან, ექსპორტი 222.2 მლნ. აშშდოლარი იყო (25.7 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 593.6 მლნ. აშშ დოლარი (18.1 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარში 371.3 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 45.5 პროცენტი შეადგინა. იხილეთ დეტალური ინფორმაცია ბმულზე...

ვრცლად »

რეიტინგი: დემოკრატიის ინდექსი 2017

დემოკრატიის რეიტინგი ყოველწლიურად ბრიტანული გამოცემის "ეკონომისტის" მიერ ქვეყნდება. იგი იკვლევს დემოკრატიის მდგომარეობას 165 დამოუკიდებელ ქვეყანასა და 2 ტერიტორიაში. დემოკრატიის ინდექსი დაფუძნებულია 5 კრიტერიუმზე: საარჩევნო პროცესი და პლურალიზმი; სამოქალაქო თავისუფლება; მთავრობის ფუნქციონირება; პოლიტიკაში ჩართულობა; პოლიტიკური კულტურა. თითოეულ ამ მაჩვენებელში მიღებულ ქულაზე დაყრდნობით ხდება კონკრეტული ქვეყნის 4-დან ერთ რომელიმე ჯგუფზე მიკუთვნება...

ვრცლად »

ინტერვიუ Creative Art-ის დამფუძნებლებთან დიანა ელოშვილთან და ინგა ბუკიასთან

დიანა ელოშვილი და ინგა ბუკია ხის, კერამიკის, სარკის, მინისა და ნატურალური ქვების გამოყენებით მშვენიერ, დახვეწილ, გემოვნებიან სახლის აქსესუარებს და სამკაულებს ქმნიან. დიანამ და ინგამ ბიზნეს-ჩანაფიქრის გარეშე დაიწყეს ამ ნივთების შექმნა და მეგობრებს გაუზიარეს Facebook-სივრცეში, დამთვალიერებლებისგან კი მყისიერად წამოვიდა მოთხოვნა ამ ექსკლუზიური დიზაინის ხელნაკეთ პროდუქციაზე და ასე იქცა ჰობი წარმატებულ მეწარმეობად. …

ვრცლად »

საწარმოთა ზომის განსაზღვრის მეთოდოლოგია

საწარმოს ზომის განსაზღვრა ეფუძნება საწარმოთა ბრუნვის მოცულობას და დასაქმებულთა რაოდენობას და გამოიყენება ბიზნესის შესახებ ოფიციალური სტატისტიკის მომზადების მიზნით. საწარმო არის ეკონომიკური ერთეული, რომელიც აწარმოებს საქონელს ან ეწევა მომსახურებას, დამოუკიდებლად იღებს ეკონომიკურ გადაწყვეტილებებს საკუთარი რესურსების განაწილების შესახებ (ფლობს გადაწყვეტილებათა მიღებაში თავისუფლების განსაზღვრულ ხარისხს). საწარმო ახორციელებს ერთ ან რამოდენიმე საქმიანობის სახეს, ერთი …

ვრცლად »

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს – 233,800 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

მეწარმის წარმატებისთვის საჭირო უნარები

ყოველ მეწარმეობის მსურველ ან უკვე არსებულ მეწარმეს მოსვენებას არ აძლევს ერთი უნივერსალური კითხვა: "მაქვს თუ არა ყველაფერი, რაც საჭიროა მეწარმეობისთვის?". ინტერნეტი სავსეა იდეებით, რჩევებითა და გენიალური ფრაზებით, მაგრამ შეკითხვა საჭირო უნარების ფლობასთან დაკავშირებით, მაინც აქტუალური რჩება. ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად გთავაზობთ 17 უნარს, რომლებსაც ყველა წარმატების მსურველი მეწარმე უნდა ფლობდეს...მარტივად რომ ვთქვათ, თუ ფულის მართვა არ შეგიძლიათ, ვერც ბიზნესს მართავთ...

ვრცლად »