ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

საბანკო ტერმინების ლექსიკონი

რა არის ავიზო? რას ნიშნავს ლევერიჯი ან რევალვაცია? ეს და სხვა 1,000-მდე საბანკო, ფინანსური, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული ტერმინის განმარტება შეგიძლიათ იხილოთ  საბანკო ტერმინების ლექსიკონში, რომელიც ”საქართველოს ბანკმა” შექმნა. ტერმინების განმარტების ლინკზე ნახვის გარდა, შეგიძლიათ გადმოიწეროთ google extension, რომელიც ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში. ამით შესაძლებლობა მოგეცემათ ინტერნეტსივრცეში ნებისმიერ მისამართზე (საიტზე) შესვლისას, სადაც კი საბანკო ტერმინს/სიტყვას ნახავთ, იქვე მარტივად იხილოთ მისი შესაბამისი განმარტებაც. საამისოდ საკმარისია კონკრეტულ სიტყვაზე მაუსის ისრის მიტანა. აღნიშნული ფუნქცია ყველა იმ საბანკო ტერმინს ეხება, რომელთა განმარტებებიც ამ ლექსიკონში იძებნება.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება