შაბათი , აპრილი 27 2024
geen

სურსათის ფასები: 2017 წლის I-II-III კვარტლები

ქვემოთ მოცემულია სურსათის კონკრეტული სახეების საშუალო საცალო ფასები 2017 წლის I, II და III კვარტლისთვის. (სურსათის საშუალო საცალო ფასი მოცემულია 1 კილოგრამი სურსათის ღირებულების 100-ზე გამრავლებით).

სურსათის საშუალო საცალო ფასები საქართველოში  (ლარი/კგ)x100
წელი 2017
I კვარტალი II კვარტალი III კვარტალი
პური 161.5 161.9 162.7
კარტოფილი 90.4 120.4 97.2
ლობიო 464 491.5 493.3
პურის ფქვილი 171.9 176.6 175.8
სიმინდის ფქვილი 203.8 201.6 196.3
საქონლის ხორცი 1333.0 1,425.7 1,400.9
ღორის ხორცი 1,243.7 1,259.7 1,299.3
ქათმის ხორცი 687.5 671.4 649.7
მზესუმზირის ზეთი 399.7 385.4 381.4
ყველი 872.3 752.6 790.7
რძე 202.4 188.6 180.9
კვერცხი (10 ც) 310.2 311.1 315.4
შაქარი 224.8 221.7 205.6
სამომხმარებლო ფასების ინდექსი

ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტების და არარეზიდენტების მიერ პირადი მოხმარების მიზნით საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ცვლილების დასადგენად იყენებენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლისა და მომსახურების ფასების საშუალო დონის მაჩვენებელს საბაზო პერიოდთან შედარებით. იგი გამოიყენება ინფლაციის დონის გასაანგარიშებლად და წარმოადგენს მნიშვნელოვან ორიენტირს შემოსავლების, სოციალური დახმარებების, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თუ სხვა თანხების ინდექსაციის პროცესში.

თუ საბაზისო წლად ავიღებთ 1998 წელს, 2017 წლის პირველ კვარტალში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 290.4-ს, მეორე კვარტალში – 291.1-ს, ხოლო მესამეში – 288.8-ს უტოლდება.

სამომხმარებლო ფასების ცვლილებამ 2017 წლის დეკემბერში 2016 წლის დეკემბერთან შედარებით შეადგინა 6.72 %. ეს ნიშნავს, რომ 2016 წლის დეკემბრის 100 ლარი ინფლაციის გათვალისწინებით 2017 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეადგენს 106.72 ლარს (იხილეთ სამომხმარებლო ფასების ინდექსის კალკულატორი).

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება