ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ცოდნის ბანკი

ბიზნეს-კულტურა

კულტურა ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ის გავლენას ახდენს მის სტრატეგიულ მიმართულებებზე, მენეჯმენტზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ყველა ბიზნეს-ფუნქციაზე ბუღალტრული აღრიცხვიდან დაწყებული პროდუქციის წარმოებით დამთავრებული. კულტურაზე საუბრისას პირველ რიგში ეროვნულ კულტურაზე ვიწყებთ ფიქრს, თუმცა ბიზნეს-კულტურა არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. იგი აისახება ისეთ აქტივობებზე, როგორებიცაა შეხვედრები, მოლაპარაკებები, ფორმალობები, სოციალური მედიის...

ვრცლად »

ბიზნეს სექტორის მონაცემები საწარმოთა ზომის მიხედვით: 2017 წლის III კვარტალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% - საშუალო, ხოლო 35,7% - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე - 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე - 33,7%. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% - საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% - მცირე ბიზნესზე.

ვრცლად »

პროდუქტის სასიცოცხლო ციკლი

ახალი პროდუქტის გამოშვების შემდეგ, კომპანიის მენეჯმენტს სურს, რომ მისმა პროდუქტმა “ხანგძლივად და ბედნიერად იცოცხლოს”. მიუხედავად იმისა, რომ ის პროდუქტის მუდმივ გაყიდვას არ მოელის, კომპანიას სურს მოგების იმ წერტილთან მისვლა, სადაც პროდუქციის გამოშვებასთან დაკავშირებული ყველა მცდელობისა და რისკის ხარჯი განულდება (დაიფარება). მენეჯმენტმა იცის, რომ თითოეულ პროდუქტს თავისი სასიცოცხლო ციკლი ექნება. თუმცა, მისი ზუსტი ხანგრძლიობა წინასწარ მათთვისაც კი უცნობია...

ვრცლად »

პორტერის 5 ძალა

პორტერის 5 ძალის მოდელი აკეთებს ნებისმიერ ინდუსტრიაში არსებული 5 კონკურენტული ძალის ანალიზს და ეხმარება ინდუსტრიას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. იგი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიზის მოდელს, რომელიც განმარტავს თუ რატომ იღებენ განსხვავებული ინდუსტრიები განსხვავებული სიდიდის მოგებას. მოდელის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მაიქლ ი. პორტერის 1980 წელს გამოცემულ წიგნში „კონკურენტული სტრატეგია: ინდუსტრიებისა და კონკურენტების ანალიზის ტექნიკები“ გამოქვეყნდა.

ვრცლად »

ემოციური ინტელექტი ბიზნესში

პირველად  ემოციური ინტელექტი შემდეგი მიგნების ასახსნელად გაჟღერდა: საშუალო IQ-ს (ინტელექტის კოეფიციენტი) მქონე ადამიანები შემთხვევების 70%-ის განმავლობაში  უმაღლესი  IQ-ს მქონეებს სჯობდნენ. ამ ანომალიამ ბზარი გაუჩინა რწმენას, რომ წარმატების საწინდარი მხოლოდ მაღალი IQ არის. ათეულობით წლის განმავლობაში ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყვეს, რომ ემოციური ინტელექტი არის ის მთავარი ფაქტორი, რომელიც ბრწყინვალე მომუშავეს დანარჩენებისგან გამოარჩევს.

ვრცლად »

საბანკო ტერმინების ლექსიკონი

რა არის ავიზო? რას ნიშნავს ლევერიჯი ან რევალვაცია? ეს და სხვა 1,000-მდე საბანკო, ფინანსური, იურიდიული, საბუღალტრო, სადაზღვევო, მარკეტინგული ტერმინის განმარტება შეგიძლიათ იხილოთ  საბანკო ტერმინების ლექსიკონში, რომელიც ”საქართველოს ბანკმა” შექმნა. ტერმინების განმარტების ლინკზე ნახვის გარდა, შეგიძლიათ გადმოიწეროთ google extension, რომელიც ჩაიტვირთება თქვენს კომპიუტერში. ამით შესაძლებლობა მოგეცემათ ინტერნეტსივრცეში ნებისმიერ მისამართზე (საიტზე) შესვლისას, …

ვრცლად »

მიკრომარკეტინგი

მიკრომარკეტინგი არის მარკეტინგული სტრატეგია, სადაც რეკლამა მიზნობრივ მომხმარებელთა მცირე ჯგუფზეა ფოკუსირებული. იგი მოითხოვს კონკრეტული აუდიტორიის კონკრეტული მახასიათებლებით (მაგ: ZIP კოდი ან თანამდებობა) განსაზღვრას, რის საფუძველზეც ბიზნესი სარეკლამო კამპანიას ქმნის. მიკრომარკეტინგი ხშირად საკმაოდ ძვირადღირებულია მაღალი სიზუსტისა და მასშტაბის ეკონომიკის არქონის გამო. მარკეტინგი არის ბიზნესის მნიშვნელოვანი ელემენტი კონკურენტულ გარემოში მოღვაწეობისას.

ვრცლად »

ბრენდის იდენტობა

ბრენდის იდენტობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ წარმოაჩენს ბიზნესი საკუთარ თავს და როგორ უნდა მას, რომ გამოიყურებოდეს საკუთარი მომხმარებლის თვალში. ბრენდის იდენტობა განსხვავდება “ბრენდის სახისგან”. იგი მოიცავს: კომპანიის სახელს, ლოგოს, პროდუქტსა და სტიმულირებაში გამოყენებულ ფერებს, ფორმებსა და ვიზუალურ ელემენტებს, რეკლამებში ენის გამოყენების ხერხებს, მომხმარებლებთან ურთიერთობის ფორმებს. ეს ყველაფერი ემსახურება მომხმარებლის გონებაში ბრენდის სახის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, ბრენდის სახე...

ვრცლად »

სოციალური მეწარმე

სოციალური მეწარმე არის პიროვნება, რომელიც ეწევა ისეთ ინოვაციურ საქმიანობას, რომელსაც გააჩნია საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის პოტეციალი. მას აქვთ სურვილი გარისკოს და ჩადოს ძალისხმევა ინიციატივებში, რომლებიც საზოგადოებაში დადებითი ცვლილებების შეტანაზეა ორიენტირებული. სოციალური მეწარმეობის მაგალითებია: მიკროსაფინანსო ინსტიტუტები, საგანმანათლებლო პროგრამები, აუთვისებელი სფეროებისთვის საბანკო მომსახურებების მიწოდება, ეპიდემიური დაავადებების მქონე ბავშვების დახმარება და ა.შ.

ვრცლად »

ჩამტვრეული ფანჯრების თეორია

თუ გსურთ თქვენს ოფისში აღარ დარჩეს მთელი ფანჯრები, გააჭიანურეთ პირველი ჩამტვრეული ფანჯრის გამოცვლა და სასურველ შედეგსაც მიიღებთ. ჩამტვრეული ფანჯრების თეორია ამტკიცებს, რომ წვრილმანი სამართალდარღვევებისადმი საზოგადოების შემწყნარებლობა მთლიანად კრიმინალის დონის ამაღლებას იწვევს. წვრილმანი დარღვევები (ნაგვის დაყრა არასათანადო ადგილებში, ვანდალიზმი, ქუჩებში საჯაროდ თრობა და სხვა მსგავსი) ამის მნახველი ადამიანების დიდ ნაწილს იმავე …

ვრცლად »