ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ბიზნეს-კულტურა

რა არის კულტურა? კულტურა არის საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები, ღირებულებები და ტრადიციები, რომლებიც დროში ვითარდება. თითოეული ქვეყნის კულტურას საკუთარი მრწამსი, ურთიერთობის ფორმები და ქცევის სახეები აერთიანებს.

კულტურა ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია და ის გავლენას ახდენს მის სტრატეგიულ მიმართულებებზე, მენეჯმენტზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესზე და ყველა ბიზნეს-ფუნქციაზე ბუღალტრული აღრიცხვიდან დაწყებული პროდუქციის წარმოებით დამთავრებული. კულტურაზე საუბრისას პირველ რიგში ეროვნულ კულტურაზე ვიწყებთ ფიქრს, თუმცა ბიზნეს-კულტურა არანაკლებ მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. იგი აისახება ისეთ აქტივობებზე, როგორებიცაა შეხვედრები, მოლაპარაკებები, ფორმალობები, სოციალური მედიის გამოყენება, ოფისის ადგილმდებარეობის განსაზღვრა და ა.შ.

ბიზნეს-კულტურა დაკავშირებულია ქცევასთან, ეთიკასა და ეტიკეტთან. იგი წარმოაჩენს ორგანიზაციის ღირებულებებს, ხედვას, მუშაობის სტილს, რწმენასა და ჩვევებს.

ბიზნეს-ეტიკეტთან დაკავშირებული რჩევები

ბიზნეს-ეტიკეტი არ არის მხოლოდ ბიზნეს-სადილზე სასაუბრო თემების განსაზღვრა ან კოლეგებთან მიმართვის ფორმები. ის არის საკუთარი თავის წარმოჩენის გზა ისე, რომ სერიოზულად იყოთ აღქმული სხვა ადამიანების მიერ. იგი მოიცავს თვით-კონტროლს, ბიზნეს-სიტუაციების ცოდნას და უნარს, რომ თქვენ გვერდით მყოფ ადამიანებს თავი კარგად აგრძნობინოთ. ცუდმა ბიზნეს-ეტიკეტმა შეიძლება დაგაკარგვინოთ თანამშრომლები, მომხმარებლები და პერსპექტიული შესაძლებლობები.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას მთელი რიგი ინდივიდუალური მახასიათებლები აქვს, ბიზნეს-ეტიკეტის შემდეგი ტრადიციები დაგეხმარებათ საერთაშორისო ბიზნესის განითარებაში:

  • შეისწავლეთ თქვენს მასპინძელ ქვეყანასა და საკუთარ ქვეყანას შორის განსხვავებები და ეცადეთ მოერგოთ სხვა ბიზნეს-კულტურებს.
  • არასოდეს დაგავიწყდეთ მადლობის თქმა, იქნებით გასაუბრებაზე თუ კლიენტთან შეხვედრაზე
  • იყავით ზრდილობიანი და არ განიხილოთ შეხვედრიდან დარჩენილი შთაბეჭდილებები შეხვედრის ოთახიდან გამოსვლისთანავე
  • არასოდეს დაგავიწყდეთ მობილურის გამორთვა ან ხმის ჩაწევა შეხვედრაზე
  • თუ რამეს არ ეთანხმებით კრიტიკის ნაცვლად ეცადეთ გაიგოთ სხვა ადამიანის ხედვა და არასოდეს დაკარგოთ თვით-კონტროლი
  • რასაც არ უნდა ამბობდეთ, ყოველთვის იყავით გულწრფელი

***

სტატიის წყაროა businessculture.org

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება