შაბათი , აპრილი 20 2024
geen

ქართული რძის ნიშანი მესაქონლეობის ექსპო 2022-ზე

2022 წლის 29 ოქტომბერს თბილისში, ლისის ტბის იპოდრომზე მესაქონლეობის ექსპო 2022 გაიმართა. ღონისძიების მხარდამჭერი იყო ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) მიერ

საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი ქართული რძის ნიშნის ადმინისტრატორია.

დაფინანსებული პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესქონლეობაში“, რომელსაც ახორციელებს Land O’Lakes Venture 37 საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით.

მესაქონლეობის ექსპო 2022-ზე მონაწილეობა მიიღეს ქართული რძის ნიშნის მფლობელმა საწარმოებმა და ამ ნიშნის ადმინისტრატორმა საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტმა.

ღონისძიებას დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხანიშვილი და აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

ქართული რძის ნიშნის მეწარმეთა პროდუქცია დაათვალიერეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გელა ხანიშვილმა და აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.

მესაქონლეობის ექსპო 2022-ის მიზანი იყო მსხვილფეხა საქონლის რძისა და ხორცის პროდუქტების ადგილობრივ წარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობის პოტენციალის გაზრდა და ფერმერთა ტექნიკური უნარებისა და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების განვითარება, სფეროში ჩართული სპეციალისტებისა და ფერმერების დაკავშირება.

წიფორა-სამცხე
ალპური ჯავახეთი

 

 

 

 

 

ქართული რძის გემო
ლეანკა

“ქართული რძის ნიშანი” მიეთითება იმ პროდუქტზე, რომელიც მზადდება მხოლოდ საქართველოში მიღებული ნედლი რძით  და არ შეიცავს რძის ფხვნილს და/ან ნებისმიერ მცენარეულ ცხიმს. ნიშნის მიზანია ქართული რძით პროდუქტების პოპულარიზაცია, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელს გააკეთოს  ინფორმირებული არჩევანი რძისა და რძის პროდუქტების შეძენისას.

Comments

Comments