პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

ცოდნის ბანკი

ახალი პროდუქტის ფასწარმოქმნის სტრატეგიები

ფასწარმოქმნის სტრატეგიები პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის ეტაპების მიხედით იცვება. ყველაზე დიდი გამოწვევა ახალი პროდუქტის გამოშვებისას გვხვდება. არჩევანი ორ სტრატეგიის შორის არის გასაკეთებელი: ე.წ. ,,ნაღების მოხდის’’ ფასწარმოქმნასა და „ბაზარზე შეღწევის“ ფასწარმოქმნას შორის. ბაზარზე ნაღების მოხდის ფასდადების სტრატეგია -  ბევრი კომპანია ახალ პროდუქტზე თავდაპირველად აწესებს მაღალ ფასს, რათა მიიღოს მაღალი შემოსავალი (ასე ვთქვათ ,,ნაღები მოხადოს’’) ბაზრის ყველა ფენიდან.

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი VI

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ საბანკო, სადაზღვევო და ტურიზმის ბაზრების მონაცემები. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი nbg.gov.ge აქ იხილავთ საქართველოში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულებების რეესტრს, ცალკეული ბანკების საბაკო სისტემის ჯამურ ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო სქემები…) რაოდენობებს წლებისა და თვეების მიხედვით, ფინანსურ და მონეტარულ სტატისტიკას, ანალიტიკურ …

ვრცლად »

კონკურენტული უპირატესობა

კონკურენცია არის მეტოქეობა ბაზარზე გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით. თქვენი კონკურენტები თქვენს სამოქმედო ბაზარზე თქვენს სამიზნე სეგმენტს სთავაზობენ იგივე პროდუქტს, რომელსაც ყიდით თქვენ.  მყიდველი ცდილობს მიიღოს მეტი სარგებელი გაცემული ფულის სანაცვლოდ და კონკურენტი ბიზნესებიდან ჯილდოვდება საუკეთესო. წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია კონკურენტული უპირატესობის ფლობა – თუკი თქვენს ბიზნესს აქვს ისეთი უნიკალური …

ვრცლად »

პოზიციონირება: სტრატეგიის შერჩევა

პოზიციონირების მიზნებისთვის კონკურენტული უპირატესობების ამორჩევის შემდეგი ეტაპია პოზიციონირების სტრატეგიის შერჩევა. როგორც წესი, მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც უდიდეს ფასეულობას სთავაზობს მას. მარკეტოლოგებს სურთ ბრენდის მნიშვნელოვან, კონკურენტებისაგან განსხვავებულ სარგებელზე გაამახვილონ ყურადღება. ბრენდის სრულ პოზიციონირებას ეწოდება ბრენდის ფასეულობათა განაცხადი – სარგებლის სრული კომპლექსი, რომლითაც პოზიციონირებულია ბრენდი. ეს არის პასუხი მომხმარებლის კითხვაზე, …

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი V

აქ მოცემულია 2 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი და სხვა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდი matsne.gov.ge აქ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები. საჯარო რეესტრის ეროვნული …

ვრცლად »

პარეტოს პრინციპი

პარეტოს პრინციპი არის ემპირიული წესი, რომლის თანახმადაც ძალისხმევის 20 % იძლევა შედეგის 80 %-ს, ხოლო ძალისხმევის დანარჩენი 80 % იძლევა შედეგის მხოლოდ 20 %-ს: საქმეზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორების რაოდენობა ცოტაა, უმნიშვნელო – ბევრი. წარმატებას იწვევს მცირე რაოდენობის მაღალშედეგიანი ქმედებები, წარუმატებლობისთვის კი მცირე რაოდენობის დესტრუქციული ძალებიც საკმარისია. პარეტოს პრინციპის თანახმად, თუ …

ვრცლად »

მოქალაქის პორტალი

მოქალაქის პორტალზე მომხმარებლის პირადი გვერდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოცემულია პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და სერვისების ჩამონათვალი. პორტალზე განთავსებული სერვისები გაერთიანებულია შემდეგ კატეგორიებში: პირადი ინფორმაცია, ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მომსახურება, ქონება, ბიზნესი, დავალიანება, ჯარიმები, სხვადასხვა ონლაინ გადახდები.

ვრცლად »

ბიზნესის დამწყებთა გზამკვლევი

გთავაზობთ ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის მიერ მომზადებულ ბიზნესის დამწყებთა გზამკვლევს. გზამკვლევი შემუშავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ განხორციელებული ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის: „კვლევაზე დაფუძნებული ადვოკატირების, ცნობიერების ამაღლების, ქსელური თანამშრომლობის და ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებით მიგრაციის მართვის პოპულარიზაცია საქართველოში“ ფარგლებში. ბიზნესის დამწყებთა გზამკვლევში იხილავთ შემდეგ თემებს: სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები და საგადასახადო შეღავათები, …

ვრცლად »

მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევა

პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ 2017 წლის ივლისში ჩაატარა კვლევა ‘’რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები’’. კვლევისთვის გამოყენებული იყო მეწარმეთა ინტერვიუირება, მათი დოკუმენტაციის შესწავლა, გაყიდვების არხებთან ურთიერთობების შესწავლა, მართვის და წარმოების პროცესებზე დაკვირვება. კვლევისთვის შერჩეული იყო რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების, ხილის პროდუქტების, მატყლის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები (სულ 24 საწარმო, აქედან 19 მცირე და 5 საშუალო) ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5W

„5W“ წარმოადგენს კითხვებს, რომლებზე გაცემული პასუხებიც ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემის გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, კვლევებსა და კრიმინალურ გამოძიებებში. აღნიშნული მეთოდი ერთგვარი ფორმულაა კონკრეტულ თემაზე სრული ინფორმაციის მისაღებად. „5W“-ს პრინციპის თანახმად, საკითხი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად განხილულად, თუ ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: „ვინ? რა? როდის? სად? რატომ?“.

ვრცლად »