ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

ბიზნეს სექტორის მონაცემები საწარმოთა ზომის მიხედვით: 2017 წლის III კვარტალი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების საფუძველზე 2017 წლის III კვარტალში მთლიანი ბრუნვის 41,2% მოდის მსხვილ ბიზნესზე, 23,1% – საშუალო, ხოლო 35,7% – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 41,6%, საშუალოზე – 24,7%, ხოლო მცირე ბიზნესზე – 33,7%.დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 35,9% მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22,2% – საშუალო, ხოლო დარჩენილი 41,9% – მცირე ბიზნესზე.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1178.3 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 1240.7 ლარი
  • მცირე ბიზნესი –  1051.5 ლარი

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციის საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება