ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

პორტერის 5 ძალა

პორტერის 5 ძალის მოდელი აკეთებს ნებისმიერ ინდუსტრიაში არსებული 5 კონკურენტული ძალის ანალიზს და ეხმარება კომპანიას საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრაში. იგი წარმოადგენს ბიზნეს-ანალიზის მოდელს, რომელიც განმარტავს, თუ რატომ იღებენ განსხვავებული ინდუსტრიები განსხვავებული სიდიდის მოგებას. მოდელის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად მაიქლ ი. პორტერის 1980 წელს გამოცემულ წიგნში “კონკურენტული სტრატეგია: ინდუსტრიებისა და კონკურენტების ანალიზის ტექნიკები” გამოქვეყნდა. პორტერის მიერ გამოვლენილი 5 ძალა ხშირად გამოიყენება, როგორც ინდუსტრიაში/ბაზარზე კონკურენციის ინტენსიურობის, მიმზიდველობისა და მომგებიანობის საზომი. ეს ძალებია:

1. ინდუსტრიაში არსებული კონკურენცია

ინდუსტრიაში არსებული კონკურენციის მნიშვნელობა კონკურენტების რაოდენობითა და კომპანიისთვის საფრთხის შექმნის უნარით განისაზღვრება. რაც უფრო დიდია კონკურენტების რაოდენობა, მით ნაკლებ ძალაუფლებას ფლობს კომპანია. თუ მიმწოდებლები და მყიდველები მათთვის სასურველ გარიგებას ვერ მოახდენენ კომპანიასთან, ისინი კონკურენტ კომპანიებს დაუწყებენ ძებნას. როცა კონკურენტული მეტოქეობა ნაკლებია, კომპანიას უფრო მეტი ძალა აქვს აკეთოს ის, რაც უნდა მაღალი გაყიდვებისა და მოგების მისაღწევად.

2. ინდუსტრიაში ახალი შემომსვლელების პოტენციალი

კომპანიის სიძლიერეზე ასევე დიდ გავლენას ახდენს მის ბაზარზე ახალი შემომსვლელი კომპანიები. რაც უფრო ნაკლები დრო და ფული უღირს კონკურენტს ბაზარზე შესასვლელად და ეფექტური მეტოქეობის გასაწევად, კომპანიის პოზიციების შესუსტების მით უფრო მეტი შესაძლებლობა ჩნდება. ისეთი კომპანიებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ ნაკლები კონკურენტების გარემოცვაში საქმიანობა, ძლიერი ბარიერების მქონე ინდუსტრია უფრო მიმზიდველია.

3. მომწოდებელთა ძალა

ეს ძალა უკავშირდება მომწოდებელთა უნარს გაზარდონ საქონლისა და მომსახურების ფასები. მასზე გავლენას ახდენს საქონლისა და მომსახურების მომწოდებლების რაოდენობა, პროდუქციის თავისებურებურებები, რომლებსაც ისინი აწვდიან კომპანიას და კომპანიისთვის ერთი მიმწოდებლიდან მეორეზე გადასვლისას გასაწევი ალტერნეტიული დანახარჯი. რაც უფრო ნაკლები მომწოდებელი და რაც უფრო მეტი კომპანიაა ინდუსტრიაში, მით მეტ ძალაუფლებას ფლობს მომწოდებელი.

4. მომხმარებელთა ძალა

აღნიშნული ძალა ეხება მომხმარებელთა უნარს შეამცირონ ფასები. მასზე გავლენას ახდენს კომპანიის მყიდველთა და მომხმარებელთა რაოდენობა, თითოეული მომხმარებლის მნიშვნელოვნების დონე და ერთი მომხმარებლიდან მეორეზე გადასვლის ალტერნატიული დანახარჯი კომპანიისთვის. რაც უფრო მცირე და ძლიერია კლიენტების ბაზა, მით უფრო მეტ ძალაუფლებას ფლობს ის.

5. შემცვლელი პროდუქტების გამოჩენის საფრთხე

კონკურენტების მიერ წარმოდგენილი პროდუქცია, რომლებმაც შეიძლება ჩაანაცვლოს კომპანიის პროდუქტი ან მომსახურება, კომპანიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მაგალითად, თუ კონპანია მომხმარებლებს ისეთ ინსტრუმენტს ან მომსახურებას სთავაზობს, რომლიც ჩანაცვლებაც სხვა ინსტრუმენტითა და მომსახურებით შეიძლება, მაშინ შესაძლოა კომპანიის ძალა შესუსტდეს.

პორტერის 5 ძალის და ინდუსტრიაში მათი მოქმედების თავისებურებების გააზრებამ შესაძლოა მისცეს კომპანიას ბიზნეს-სტრატეგიის კორექტირების და საკუთარი რესურსების უკეთესად გამოყენების საშუალება.

 

***

სტატიის წყაროა investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება