პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2016 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე:

  • მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები
  • სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა
  • მყარი ვალუტა
  • საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება
  • საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსის 2016 წლის რეპორტი მოიცავს ქვეყნების შეფასებებს 2014 წლის მონაცემთა საფუძველზე. საქართველოს 159 ქვეყნიდან მე-5 ადგილი უკავია 7.98 ქულით (2013 წელს საქართველოს მე-11 ადგილი ეკავა, 2010-ში კი – 28-ე). საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასებები (10-10 ქულა) მიიღო კომპონენტებში ”საგადასახადო განაკვეთები” და ”შავ ბაზარზე გაცვლითი კურსები”, ყველაზე დაბალი (4.69 ქულა) – კომპონენტში ”მიუკერძოებელი სასამართლო”.

რეიტინგში პირველ ადგილზეა ჰონგ-კონგი (9.03 ქულა), ხოლო ბოლო – 159-ე ადგილზე ვენესუელა იმყოფება (3.29 ქულა).

ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება