ხუთშაბათი , მარტი 28 2024
geen

პროექტი მეწარმეობის განვითარებისთვის

პროექტი business.org.ge წარმოადგენს დამწყები, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის განკუთვნილ საინფორმაციო პორტალს, რომლის მთავარი მიზანია მეწარმეთა დახმარება სამეწარმეო რისკების შემცირებასა და წარმატების შანსების ზრდაში. საიტზე განთავსებულ სტატიებში შეგიძლიათ გაეცნოთ ხარისხიან ანალიტიკურ ინფორმაციას, მიიღოთ საჭირო რჩევები და სხვისი გამოცდილების საფუძველზე მოახდინოთ შეცდომების პრევენცია.

ბიზნეს-პორტალის შექმნის იდეის გაჩენა განაპირობა მეწარმეთა ნაწილის საქმიანობის დაბალშედეგიანობამ, მათმა  არაინფორმირებულობამ დასამეწარმეო ცოდნის დაბალმა დონემ. ამას ცხადჰყოფს პირველი საკონსულტაციო კომპანიის მიერ ჩატარებული მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევის შედეგები, რომლის თანახმადაც საქართველოში მოღვაწე მეწარმეების სამეწარმეო უნარ-ჩვევები 10-ქულიანი შეფასების სისტემიდან მხოლოდ 4,3 ქულით განისაზღვრება. (დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ  შეადაროთ ამ კვლევის შედეგები აშშ-ში ბიზნესის მარცხის ძირითად მიზეზებთან.)

პროექტს business.org.ge ახორციელებს არაკომერციული ორგანიზაცია საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი. მისი ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელია პირველი საკონსულტაციო კომპანია. პროექტის იდეა წარმოიშვა მაშინ, როცა პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. სამეწარმეო საზოგადოების მხრიდან  უფასო კონსულტაციებზე ასეთმა მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობის გამიჯვნა, რომელთაგანაც პირველის განხორციელება ითავა პროექტმა  business.org.ge, კომერციული საქმიანობა კი – პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ (აღნიშნულ ორგანიზაციას 1998-2017 წლებში ასეულობით ბიზნეს-პროექტი აქვს განხორციელებული). არაკომერციული და კომერციული სერვისების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში ‘’სერვისები’’.

პორტალზე განთავსებული მასალების გარდა  მეწარმეთა წარმატებისთვის აუცილებელია კონკრეტული საწარმოს მიმართ ინდივიდუალური მიდგომის გამოყენება და ამ საწარმოსთვის რჩევის მიცემისას მისი თავისებურებების გათვალისწინება. ამ მიზნით საქართველოს ბიზნესის ინსტიტუტი მეწარმეობის ნებისმიერ მსურველს სთავაზობს უფასო რჩევებს შემდეგ საკითხებზე: მეწარმეობის დაწყება, სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში” და სახელმწიფოს თანადაფინანსებით მიმდინარე აგროპროგრამები.

კარგი რჩევა კარგად მორგებული ხელთათმანივითაა ის გამოსადეგია კონკრეტული შემთხვევისათვის და არ ერგება დანარჩენს.

სერვისები თავისი შრომატევადობიდან გამომდინარე ფასიანი ხდება იმ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია კონკრეტული საწარმოს შესწავლა, კონკრეტული საკითხების დაგეგმვა, მისი ფინანსური მოდელის აწყობა თუ მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება. ამ შემთხვევაში საქმეში ერთვებიან პირველი საკონსულტაციო კომპანიის სპეციალისტები, რომელთა დახმარებითაც  მეწარმეს შეუძლია შემდეგი სერვისების მიღება: ბიზნეს-გეგმის მომზადებაბაზრის კვლევა და საგრანტო პროგრამებისთვის განაცხადების მომზადება.

 

***

პორტალი business.org.ge წარმატებებს გისურვებთ!

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება