პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა, ხორცი და რძე 2016 წელს

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა

2016 წლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯამური რაოდენობა 962,700 სული იყო, აქედან ფური და ფურკამეჩი – 509,300, ხოლო ხარი და ხარკამეჩი – 453,400 სული. 2 წელზე მეტი ასაკის საქონლის რაოდენობა 577,700 იყო.

განაწილება რეგიონების მიხედვით

ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო (190,800 სული, 19.8 %), ყველაზე ცოტა – თბილისში (3,900 სული, 0.4 %).

რეგიონი რაოდენობა (სული) %
სამეგრელო-ზემო სვანეთი 190,800 19.8
იმერეთი 171,400 17.8
ქვემო ქართლი 148,900 15.5
სამცხე-ჯავახეთი 116,200 12.1
კახეთი 97,200 10.1
აჭარა 70,300 7.3
შიდა ქართლი 62,200 6.5
გურია 48,500 5.0
მცხეთა-მთიანეთი 34,800 3.6
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 18,500 1.9
თბილისი 3,900 0.4
ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 99,000-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, იმპორტის რაოდენობა უმნიშვნელოა.

მონაცემი ექსპორტი იმპორტი
რაოდენობა (სული) 98,849 3,589
ჯამური ღირებულება ($) 36,841,601 2,742,957
ჯამური მასა (კგ.) 20,503,121 1,165,694
1 სულის საშუალო ფასი ($) 373 764
1 სულის საშუალო მასა (კგ.) 207 325
1 კგ.-ს საშუალო ფასი ($) 1.80 2.35
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება საქართველოში

2016 წელს საქართველოში წარმოებული პირუტყვის ხორცის წონა 21,500,000 კგ. (დაკლული წონა) იყო, რამაც სრულად წარმოებული ხორცის (66,100,000 კგ.) 32.5 % შეადგინა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება რეგიონების მიხედვით

ყველაზე მეტი ხორცი იმერეთში იყო წარმოებული (4,700,000 კგ., 21.7 %), ყველაზე ცოტა – გურიაში (500,000 კგ., 2.3 %) (თბილისის მაჩვენებელი ნულოვანია).

რეგიონი ხორცის წარმოება (კგ.) %
იმერეთი 4,700,000 21.9
სამეგრელო-ზემო სვანეთი 3,200,000 14.9
კახეთი 3,100,000 14.4
შიდა ქართლი 2,400,000 11.2
ქვემო ქართლი 2,100,000 9.8
აჭარა 2,000,000 9.3
მცხეთა-მთიანეთი 1,800,000 8.4
სამცხე-ჯავახეთი 1,000,000 4.7
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 700,000 3.3
გურია 500,000 2.3
თბილისი
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის საშუალო ფასები

საქართველოში წარმოებული დაკლული ხორცის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 10.48 ლარი/კგ. იყო, საშუალო სამომხმარებლო ფასმა კი 12.43 ლარი/კგ. შეადგინა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ექსპორტ-იმპორტი

2016 წელს საქართველოში იმპორტირებულია $ 7 მლნ. ღირებულების 2,700 ტონა ხორცი, აქედან თითქმის 100 % გაყინული ხორცია. ექსპორტის სიდიდე უმნიშვნელოა.

მონაცემი ექსპორტი გაყინული ხორცის ექსპორტი ახალი ან გაციებული ხორცის იმპორტი გაყინული ხორცის იმპორტი ახალი ან გაციებული ხორცის
მასა (კგ.) 1,703 2,700,095 646
ღირებულება ($) 10,085 7,038,991 14,480
საშუალო ფასი ($/კგ.) 5.92 2.61 22.41
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის წარმოება საქართველოში

2016 წელს მიღებული ფურისა და ფურკამეჩის რძის მოცულობა 530,200,000 ლიტრი იყო, რამაც სრულად წარმოებული რძის (ცხვრისა და თხის რძის ჩათვლით: 540,100,000 ლიტრი) 98.2 % შეადგინა.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის წარმოება რეგიონების მიხედვით

ყველაზე მეტი რძე  ქვემო ქართლშია წარმოებული (102.7 მლნ. ლიტრი, 19.8 %), ყველაზე ცოტა – თბილისში (3.0 მლნ. ლიტრი, 0.6 %).

რეგიონი რძის წარმოება (ლტ.) %
ქვემო ქართლი 102,700,000 19.4
იმერეთი 102,100,000 19.3
სამცხე-ჯავახეთი 75,600,000 14.3
სამეგრელო-ზემო სვანეთი 71,000,000 13.4
კახეთი 48,500,000 9.1
შიდა ქართლი 40,700,000 7.7
აჭარა 35,500,000 6.7
გურია 25,600,000 4.8
მცხეთა-მთიანეთი 18,500,000 3.5
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 7,000,000 1.3
თბილისი 3,000,000 0.6
ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა

1 სული ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა 2016 წელს 1,421 ლიტრი იყო. საშუალო წლიური წველადობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება და 1,151-დან 1,679 ლიტრამდე შუალედშია.

რეგიონი საშუალო წველადობა (ლიტრი/წელი)
გურია 1,679
ქვემო ქართლი 1,611
შიდა ქართლი 1,561
სამცხე-ჯავახეთი 1,530
იმერეთი 1,459
კახეთი 1,352
მცხეთა-მთიანეთი 1,307
აჭარა 1,189
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1,183
დანარჩენი რეგიონები 1,151
ფურისა და ფურკამეჩის რძის ექსპორტ-იმპორტი
მონაცემი ექსპორტი იმპორტი
მოცულობა (ლიტრი) 3,019,137
ღირებულება ($) 3,284,507
საშუალო ფასი ($/ლტ.) 1.09
ფურისა და ფურკამეჩის რძის საშუალო ფასები

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 0.80 ლარი/ლტ. იყო, საშუალო სამომხმარებლო ფასმა კი 1.84 ლარი/ლტ. შეადგინა.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება