ხუთშაბათი , დეკემბერი 26 2024
geen

სიახლეები

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები: მემცენარეობა

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები ხორბლისთვის, სიმინდისთვის, კარტოფილისა და ბოსტნეულისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული …

ვრცლად »

მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევა

პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ 2017 წლის ივლისში ჩაატარა კვლევა ‘’რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები’’. კვლევისთვის გამოყენებული იყო მეწარმეთა ინტერვიუირება, მათი დოკუმენტაციის შესწავლა, გაყიდვების არხებთან ურთიერთობების შესწავლა, მართვის და წარმოების პროცესებზე დაკვირვება. კვლევისთვის შერჩეული იყო რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების, ხილის პროდუქტების, მატყლის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები (სულ 24 საწარმო, აქედან 19 მცირე და 5 საშუალო) ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.

ვრცლად »

რძის პროდუქტების საწარმო: გზამკვლევი

თუ ფიქრობთ რძის პროდუქტების საწარმოს შექმნას, ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი რჩევა აუცილებლად გამოგადგებათ რისკების შემცირებაში, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და ბიზნესის ხარისხიანად დაგეგმვაში. პროდუქტები და რესურსები დაგეგმეთ რა პროდუქტების გამოშვებას გეგმავთ – იქნება ეს ყველი, კარაქი, მაწონი, არაჟანი, ხაჭო, ნადუღი, იოგურტი, კეფირი… ამათგან ზოგიერთი პროდუქტისა და შესაბამისი ნედლეულის დახასიათების ნახვა შესაძლებელია ”საქპატენტის” …

ვრცლად »

აგროპროდუქტების კვარტალური ფასები – 2016-2017 (II კვარტალი)

ქვემოთ მოცემულია 13 აგროპროდუქტის საშუალო კვარტალური სამომხმარებლო ფასები (ლარებში) 2016-2017 წ.წ. კვარტლების მიხედვით წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც. აგროპროდუქტების საშუალო წლიური ფასების ნახვა შესაძლებელია...

ვრცლად »

ელევატორების კვლევა: 2016

2016 წელს საქართველოში 43 ელევატორი მუშაობდა, მათგან 88.4 % 3 რეგიონზე (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი) მოდიოდა. 2016 წელს ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 88 ერთეული შეადგინა. 2016 წელს ელევატორების საცავების ჯამური ტევადობა 246,566 კუბური მეტრი იყო, საშრობების კი - 7,090 კუბური მეტრი. 2016 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული იყო 827.9 ათასი ტონა პროდუქცია...

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5W

„5W“ წარმოადგენს კითხვებს, რომლებზე გაცემული პასუხებიც ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემის გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, კვლევებსა და კრიმინალურ გამოძიებებში. აღნიშნული მეთოდი ერთგვარი ფორმულაა კონკრეტულ თემაზე სრული ინფორმაციის მისაღებად. „5W“-ს პრინციპის თანახმად, საკითხი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად განხილულად, თუ ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: „ვინ? რა? როდის? სად? რატომ?“.

ვრცლად »

დასაქმება და უმუშევრობა 2016 წელს

2016 წელს საქართველოში აქტიური მოსახლეობის – სამუშაო ძალის – რაოდენობა 1,998,325 ადამიანი იყო, აქედან დასაქმებულთა რაოდენობა 1,763,265 ადამიანს შეადგენდა, უმუშევართა რაოდენობა კი 235,060 იყო. დასაქმებულებიდან 42.3 % დაქირავებით მომუშავე ადამიანი იყო, 57.3 % – თვითდასაქმებული (0.4 %-ის სტატუსი გაურკვეველია). უმუშევრობის დონე 2016 წელს 11.8 %-ს შეადგენდა. დასაქმება და უმუშევრობა დასაქმების …

ვრცლად »

ინტერვიუ რძის პროდუქტების საწარმო ”ცეზარის” დამფუძნებელთან

მეწარმე ცეზარ კახაძე რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანია ”ცეზარის“ დამფუძნებელია. ფლობს 2 საწარმოს – ერთი წალკაშია და ერთიც – ხულოში. მან საქმიანობა დღეში 300 ლიტრი რძის გადამუშავებით და 30 ლარით დაიწყო, ახლა კი თვეში ასეულობით ტონა რძეს ამუშავებს. business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო ახალგაზრდა მეწარმემ ბიზნესი, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და …

ვრცლად »

2016 წლის ავტოპარკი

2016 წლის ბოლოს საქართველოს ავტოპარკი 1,193,975 ავტომანქანისგან შედგებოდა. აქედან მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების წილი 81.6 % იყო, სამგზავრო ავტომანქანების - 4.5 %, ხოლო სატვირთოების წილი 8.3 % იყო. ავტოპარკის 91 % 2007 წლამდეა წარმოებული, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი კი 1.3 %-ს შეადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Mercedes-Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები, მოდელებიდან კი ლიდერობდნენ Opel Astra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C და Opel Vectra.

ვრცლად »

რეიტინგი: World Economic Forum – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2016-2017

World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 138 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, საზღვრავს ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ინდექსის (და 12 ინდიკატორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, …

ვრცლად »