ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

დასაქმება და უმუშევრობა 2016 წელს

2016 წელს საქართველოში აქტიური მოსახლეობის – სამუშაო ძალის – რაოდენობა 1,998,325 ადამიანი იყო, აქედან დასაქმებულთა რაოდენობა 1,763,265 ადამიანს შეადგენდა, უმუშევართა რაოდენობა კი 235,060 იყო. დასაქმებულებიდან 42.3 % დაქირავებით მომუშავე ადამიანი იყო, 57.3 % – თვითდასაქმებული (0.4 %-ის სტატუსი გაურკვეველია).

უმუშევრობის დონე 2016 წელს 11.8 %-ს შეადგენდა.
დასაქმება და უმუშევრობა

დასაქმების სტრუქტურა სტატუსების მიხედვით შემდეგია:

სტატუსი სულ (ათასი კაცი)
დასაქმებული 1,763.3
დაქირავებული 745.4
თვითდასაქმებული 1,010.9
გაურკვეველი 7.0
უმუშევარი 235.1
სულ სამუშაო ძალა 1,998.3
დასაქმება და უმუშევრობა სქესის მიხედვით

სქესის მიხედვით მონაცემები შემდეგნაირადაა განაწილებული (ათასი ადამიანი):

სტატუსი ქალი % კაცი %
დასაქმებული 833.6 41.7 929.7 46.5
დაქირავებული 362.3 18.1 383.1 19.2
თვითდასაქმებული 466.8 23.4 544.1 27.2
გაურკვეველი 4.5 0.2 2.5 0.1
უმუშევარი 80.9 4.0 154.1 7.7
სულ სამუშაო ძალა 914.5 45.8 1,083.8 54.2
დასაქმება და უმუშევრობა ქალაქისა და სოფლის მიხედვით

ქალაქისა და სოფლის მიხედვით მონაცემები შემდეგია (ათასი ადამიანი):

ქალაქი % სოფელი %
დასაქმებული  663.5 33.2 1,099.7 55.0
დაქირავებული         492.5 24.6         252.9 12.7
თვითდასაქმებული         168.2 8.4         842.7 42.2
გაურკვეველი             2.9 0.1             4.1 0.2
უმუშევარი  177.7 8.9      57.4 2.9
სულ სამუშაო ძალა       841.2 42.1 1,157.1 57.9
დასაქმება და უმუშევრობა ასაკის მიხედვით

ასაკის მიხედვით მონაცემები შემდეგნაირადაა განაწილებული (ათასი ადამიანი):

ასაკი დასაქმებული უმუშევარი სულ სამუშაო ძალა
15-19 25.1 11.8 36.9
20-24 86.1 37.0 123.1
25-29 135.8 37.3 173.2
30-34 159.3 30.5 189.8
35-39 153.0 22.5 175.5
40-44 185.6 23.3 209.0
45-49 192.9 20.6 213.5
50-54 191.4 25.8 217.1
55-59 195.5 12.4 207.8
60-64 173.3 9.7 183.0
65+ 265.3 4.1 269.4
დასაქმება და უმუშევრობა რეგიონების მიხედვით

რეგიონების მიხედვით მონაცემები შემდეგია (ათასი ადამიანი):

 რეგიონი დასაქმებული უმუშევარი სულ სამუშაო ძალა
თბილისი 343.1 96.9 440.1
იმერეთი 335.9 40.8 376.7
სამეგრელო-ზემო სვანეთი 190.2 21.2 211.4
ქვემო ქართლი 191.7 17.9 209.7
კახეთი 182.3 10.4 192.7
აჭარა 164.9 24.5 189.4
შიდა ქართლი 135.6 13.8 149.4
დანარჩენი რეგიონები 219.6 9.4 229.0
სახელმწიფო და არასახელმწიფო სექტორები
2016 წელს სახელმწიფო სექტორში 262,200 ადამიანი მუშაობდა (14.9 %), ხოლო არასახელმწიფო სექტორში 1,501,100 ადამიანი (85.1 %) იყო დასაქმებული.
***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით. 2016 და 2015 წლების დასაქმებისა და უმუშევრობის მონაცემთა შედარება შეგიძლიათ იხილოთ ამავე ორგანიზაციის ანგარიშში.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება