კვირა , მაისი 5 2024
geen

სიახლეები

წიგნი ”გზა ფერმერობისკენ”

წიგნი ''გზა ფერმერობისკენ'' საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ 2017  წელს ფონდ ''კონსტანტას'' თანადგომით გამოსცა. წიგნში  აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული სამოცზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების - კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით. საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის..

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: მარტი, 2018

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია. მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან..

ვრცლად »

ბიზნესი და გენდერული სტატისტიკა

გენდერული სტატისტიკა არის სტატისტიკა ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა გათვალისწინებულ იქნეს ქალისა და კაცის, როგორც სპეციფიკური სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის თავისებურებანი თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრინციპის ოპტიმალური პოლიტიკის შემუშავებაში. ქვემოთ მოცემული ბიზნეს სექტორში არსებული გენდერული სტატისტიკა ემყარება..

ვრცლად »

საგარეო ვაჭრობა: მარტი, 2018

2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 23.3 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 740.3 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.4 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ. აშშ დოლარს (21.6 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე..

ვრცლად »

მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები: მარტი, 2018

მზარდი მაჩვენებლით დაიწყო ეკონომიკური აქტივობა 2018 წელს. იანვრის თვეში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 4.4% შეადგინა, ხოლო თებერვალში - 5.5%. საქართველოს ეროვნული ბანკი მისდევს ინფლაციის თარგეთირების რეჟიმს. 2018 წლისთვის, აქციზის გადასახადის ეფექტის ამოწურვის შემდეგ ინფლაციის დონემ დასტაბილურება დაიწყო. იანვარში სამომხმარებლო ფასების ინდექსი 4.3 %-ით გაიზარდა, თებერვალში - 2.7 %-ით, ხოლო მარტში - 2.8 %-ით. საბაზო ინფლაცია შესაბამის პერიოდში..

ვრცლად »

შრომის ბაზრის ანალიზი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ''საქართველოს შრომის ბაზრის ანალიზის'' დოკუმენტში გაანალიზებულია დასაქმებისა და უმუშევრობის მიმართულებით არსებული ტენდენციები, მათ შორის სექტორულ, ასაკობრივ, გენდერულ და რეგიონულ ჭრილში. იგი მოიცავს შრომის ბაზრის მიწოდებისა და მოთხოვნის კომპონენტებს და ამასთან განსაზღვრავს იმ ძირითად სექტორებს, რომლებშიც განსაკუთრებით მაღალი ეკონომიკური აქტივობაა მოსალოდნელი მომდევნო წლების განმავლობაში..

ვრცლად »

უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევა

საინტერესო კვლევა - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ''უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სტატისტიკური გამოკვლევის'' ანგარიშში იხილავთ საქართველოს შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნადი პროფესიების ანალიზს, ძირითადი პროფესიული უნარების დეფიციტისა და არსებული საჭიროებების შეფასებას ეკონომიკური სექტორების მიხედვით, არსებული სამუშაო ძალის უნარების შესაბამისობის ანალიზს, დამსაქმებლების დამოკიდებულების სურათს..

ვრცლად »

გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 30

გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის მარტის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდამჭერი ახალი პროგრამა ”ახალგაზრდა მეწარმე” იწყება საქართველოში აღმოჩენილი უძველესი ღვინის ნაშთები მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დასახელდა ქართული პროდუქციის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით მარკეტინგისა და ბრენდინგის ახალ პროექტი: ხარისხის ნიშნის …

ვრცლად »

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის 1-ლი კვარტალი

ღვინი ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17.7 მლნ. (0.75 ლტ. მოცულობის) ბოთლის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $ 40.5 მლნ.-მდე ღირებულების ღვინო. თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა. ექსპორტმა მოიმატა როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ..

ვრცლად »

საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა

კომპანია ''ეისითიმ'' გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში ჩაატარა ''საზოგადოებრივი მომსახურებებით მოსახლეობის კმაყოფილების დონის კვლევა''. კვლევა მიზნად ისახავდა სხვადასხვა საზოგადოებრივი სერვისებით მოსახლეობის კმაყოფილების იდენტიფიცირებას. კვლევის ანგარიშში მიმოხილულია როგორც სხვადასხვა კომუნალური და ინფრასტრუქტურული სერვისების ხელმისავწდომობა და სერვისებით კმაყოფილება, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობით მოქალაქეთა კმაყოფილება, ადგილობრივი..

ვრცლად »