პარასკევი , მარტი 29 2024
geen

როგორ ვმართოთ სამეწარმეო რისკები

მეწარმეები დაქირავებული კადრებისგან განსხვავებით ბევრნაირ რისკებს აწყდებიან. ისინი შინაგანად რისკიანები არიან, რაც ხშირ შემთხვევაში ცუდად აისახება კომპანიის ფინანსურ შედეგებზე. თუმცა, მათ შეუძლიათ ფინანსური მრჩეველის დახმარების გამოყენება, რომელიც დაეხმარება მეწარმე კლიენტებს კომპანიის პორტფოლიოს შექმნაში. ასე რომ, სამეწარმეო საქმიანობის უარყოფითი გავლენა კომპანიაზე ხშირად შეიძლება არც თუ ისე ფატალური გამოდგეს.

რა სახის რისკებთან უწევთ მეწარმეებს განმკლავება?

არაფინანსური რისკების გარდა არსებობს ბევრი ისეთი ფინანსური რისკი, რომელიც საწარმოს დაფუძნებასთან ერთად ჩნდება. ასეთ დროს ძნელია გარანტირებულ და მყარ შემოსავალზე საუბარი და ასევე პერსონალური დანაზოგების ამოწურვის დიდი ალბათობაც არსებობს. მეწარმის საერთო სესხის მოცულობა ხშირად იზრდება-ხოლმე საკრედიტო ბარათების, ბანკის სესხების და ოჯახური სესხების ინტენსიური გამოყენების შედეგად. უარყოფითმა ფულადი სახსრების მოძრაობამ, დანაზოგების ამოწურვამ და გაზრდილმა ვალდებულებებმა შეიძლება თავის ტკივილი გაუჩინოს მეწარმეს თავის ცხოვრებაში მოკლე თუ გრძელვადიან პერიოდში. ამ რისკებთან საბრძოლველად არსებით მნიშვნელობას ატარებს შესაბამისი საინვესტიციო პორტფოლიოს შექმნა.

დაკარგული შემოსავლების ეფექტის შემცირება

სამეწარმეო საქმიანობის მთავარი მიზანია რაიმე ახლის და სასარგებლოს შექმნა. თუმცა, ამის გარდა მეწარმეებს სურთ, რომ მათი ბიზნესი ფინანსურად წარმატებულიც იყოს. ყველაფერი იწყება უსაფრთხო და სტაბილური სამსახურის მიტოვებით და საკუთარი ბიზნესის დაწყებით. დაქირავებული თანამშრომლის როლის დათმობასთან ერთად მეწარმეს უწევს თავისი ძველი საინვესტიციო პორტფოლიოს მიტოვებაც, რომელიც ახალ გარემოში საჭიროებს რესტრუქტურიზაციას და ცვლილებების შეტანას შემოსავლის მისაღებად. პორტფოლიოს დივერსიფიკაციას აქვს საკუთარი სასარგებლო მხარეები, თუმცა მეწარმეობის დაწყებასთან ერთად პორტფოლიოს “ზრდის კომპონენტი” შემცირებას საჭიროებს. მეწარმის საკუთარი ახალი ბიზნესი მის პორტფოლიოში ხდება მთავარი “ზრდის კომპონენტი”. შესაბამისად, საინვესტიციო პორტფოლიო უნდა იქნეს ახლიდან დაბალანსებული და ფოკუსირებული უფრო მეტად შემოსავლებზე ორიენტირებულ ინვესტიციებზე, როგორებიცაა ობლიგაციები და დივიდენდის მიმღები საერთო ფონდები. მაგალითად, თუ კომპანიას $ 500,000-ის საინვესტიციო პორტფოლიო აქვს, რომლის რესტრუქტურიზაცია 6%-იანი განაკვეთით მოახდინა, ის თვიურად $ 2,500-ის აღებას შეძლებს. ამ თანხას შეუძლია მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა ბიზნესისთვის ზრდის სტადიაში.

დანაზოგების ამოწურვის ეფექტის შერბილება

მეწარმემ საკუთარი ბიზნესის დასახმარებლად შეიძლება გადაწყვიტოს დანაზოგი კაპიტალის გამოყენება. მეწარმის ფინანსურ მრჩეველს შეუძლია ეფექტის შერბილება მეწარმის საინვესტიციო პორტფოლიოს რესტრუქტურიზაციით ისე, რომ კომპანია დაეყრდნოს შემოსავლებზე დამოკიდებულ აქტივებს. დროთა განმავლობაში, საპროცენტო შემოსავალი და დივიდენდები ამოწურულ დანაზოგებს შეავსებს.  მაგალითად, თუ ინვესტორს აქვს $ 500,000-ის საინვესტიციო პორტფოლიო და $ 15,000 დანაზოგი და ასევე სჭირდება $ 10,000 ბიზნესის დასაწყებად, ჭკვიანური იქნება პორტფოლიოში არსებული ზოგიერთი აქტივის გაყიდვა და მისი შემცირება $ 490,000-მდე, ხოლო დანაზოგების შენარჩუნება არსებულ დონეზე სამომავლო აუცილებლობების გათვალისწინებით. ლიკვიდურობა და ქეშის არსებობა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მოკლევადიან პერიოდში.

გაზრდილი ვალდებულებების ეფექტის შერბილება

მეწარმემ რაც შეიძლება მცირე ვალდებულებებით უნდა დაიწყოს ბიზნესი. თუმცა დროთა განმავლობაში მას შეიძლება დასჭირდეს ვალის აღება. თუ სხვა აქტივების გამოყენება შეუძლებელია, საუკეთესო გზა რისკების შესამცირებლად არის ფინანსურ მრჩეველთან ერთად დეტალიზებული, ყოველთვიური ფულადი სახსრების მოძრაობის აღნუსხვა. როცა ხსენებული დოკუმენტი მზად იქნება, მეწარმეს უკვე ადვილად შეეძლება მიხვდეს, სად საჭიროებს ის ცვლილებების შეტანას ბიზნესში. შესაძლოა მას დასჭირდეს კონკრეტული პერსონალური დანახარჯების შემცირება ან მნიშვნელოვანი მატერიალური აქტივების გაყიდვა, როგორებიცაა ავტომობილი ან ბინა.

***

სტატიის წყაროა  investopedia.com

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება