ორშაბათი , სექტემბერი 16 2019
geen

ბიზნესი და გენდერული სტატისტიკა

გენდერული სტატისტიკა არის სტატისტიკა ქალისა და კაცის მდგომარეობის შესახებ საზოგადოებრივი და ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროში. ის წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს, რომელიც საშუალებას იძლევა გათვალისწინებულ იქნეს ქალისა და კაცის, როგორც სპეციფიკური სოციალურ-დემოგრაფიული ჯგუფის თავისებურებანი თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობების პრინციპის ოპტიმალური პოლიტიკის შემუშავებაში.

ქვემოთ მოცემული ბიზნეს სექტორში არსებული გენდერული სტატისტიკა ემყარება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2015 წლის მონაცემებს.

დასაქმებულთა რიცხოვნობა საკუთრების ფორმის და საწარმოს ზომის მიხედვით:
საკუთრების ფორმები: პროცენტული განაწილება სქესის მიხედვით განაწილება 
ქალი კაცი ქალი კაცი
კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) 78 70 42 58
კერძო (უცხოელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) 15 20 33 67
სახელმწიფო 7 10 32 68
სულ (პროცენტი) 100 100 39 61
საწარმოს ზომა:
მსხვილი საწარმო 54 58 38 62
საშუალო საწარმო 18 15 44 56
მცირე საწარმო 28 27 40 60
სულ (პროცენტი) 100 100 39 61
დასაქმებულთა რიცხოვნობა (ათასი) 246 381

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობამ 2015 წელს 627 ათასი შეადგინა (2007 წელთან შედარებით 58%-ით მეტი). ამათგან 39% ქალია, ხოლო 61% – კაცი. ბიზნეს სექტორში დასაქმებულ ქალთა 54% და კაცთა 58% მსხვილ საწარმოში მუშაობს.

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი ბიზნეს სექტორის ტიპის მიხედვით
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
 სექტორი ქალი (ათასი) კაცი (ათასი) ქალების ხელფასი კაცების ხელფასთან მიმართებაში (%)
კერძო (ადგილობრივი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) 587 911 64
კერძო (უცხოელი ფიზიკური და/ან იურიდიული პირი) 1 112 1 509 74
სახელმწიფო 717 938 76
მსხვილი საწარმო 885 1 279 69
საშუალო საწარმო 486 780 62
მცირე საწარმო 355 516 69
სულ 680 1 044 65

ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რიცხოვნობის მიხედვით ქალები ლიდერობენ შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებში: ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება; სასტუმროები და რესტორნები. ყველა დანარჩენ სფეროში წამყვანი პოზიციები კაცებს უკავიათ: ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და მეორადი მოხმარების საგნების რემონტი; ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა; დამამუშავებელი მრეწველობა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; მშენებლობა;

2015 წლის მონაცემებით, ბიზნეს სექტორში დასაქმებულ კაცთა შრომის საშუალო თვიურმა ნომინალურმა ანაზღაურებამ 1 044.0 ლარი შეადგინა, რაც 364 ლარით აღემატება დასაქმებულ ქალთა შრომის საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

შრომის საშუალო თვიური ანაზღაურება საქმიანობის სახეების მიხედვით
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი
საქმიანობის სახე ქალი (ლარი) კაცი (ლარი) ქალების ხელფასი კაცების ხელფასთან მიმართებაში (%)
სოფლის მეურნეობა. ნადირობა და სატყეო მეურნეობა 455 613 74
თევზჭერა, მეთევზეობა 332 939 35
სამთომოპოვებითი მრეწველობა 957 1 059 90
დამამუშავებელი მრეწველობა 554 876 63
ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 1 106 1 144 97
მშენებლობა 889 1 214 73
ვაჭრობა: ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი 592 954 62
სასტუმროები და რესტორნები 471 707 67
ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 1 010 1 248 81
ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა 936 1 133 83
განათლება 465 713 65
ჯანმრთელობა და სოციალური დახმარება 719 1 187 61
კომუნიკალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა 802 956 84
სულ 680 1 044 65

იხილეთ სრული კვლევა

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *