პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

ტურიზმი საქართველოში: მარტი, 2018

2018 წლის იანვარი-მარტის თვის მონაცემებით საქართველოს 1,463,561 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +15.5%-ია.

მთლიანი რაოდენობიდან ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 659,338 შეადგინა, (ზრდა +28.2%). ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (-3.9%), სომხეთიდან (+15.8%), თურქეთიდან (+21.8%), რუსეთიდან (+25.5%) და ირანიდან (+63.9%) განხორციელდა.

პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარი-მარტის თვეში გამოირჩნენ: ესპანეთი +79%, გაერთიანებული სამეფო +53%, ნიდერლანდები +46%, გერმანია +27%, საფრანგეთი +24% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: ქუვეითი +127%, საუდის არაბეთი + 82%, ისრაელი +77%, ირანი +64%, ჩინეთი +56% და სხვა.

TOP 15 ქვეყანა

ტურისტების რაოდენობით პირველი 15 ქვეყანა შემდეგია:

ქვეყანა 2017: 3 თვე 2018: 3 თვე* ცვლილება %
აზერბაიჯანი 368,107 353,932 -3.9
სომხეთი 264,070 305,789 15.8
თურქეთი 236,473 287,914 21.8
რუსეთი 185,723 233,100 25.5
ირანი 55,564 91,094 63.9
უკრაინა 33,744 34,308 1.7
ინდოეთი 11,860 16,924 42.7
ისრაელი 8,232 14,561 76.9
ყაზახეთი 7,534 8,674 15.1
ფილიპინები 6,188 7,456 20.5
გერმანია 5,854 7,442 27.1
ა შ შ 5,726 6,968 21.7
ბელარუსი 4,313 6,084 41.1
გაერთიანებული სამეფო 3,661 5,613 53.3
პოლონეთი 4,524 4,838 6.9
ქვეყნები მინიმალური ვიზიტორებით

ბენინი, გამბია, ლაოსი, ტუვალუ, სამოა, ანდორა, მონაკო – თითოეული ამ ქვეყნიდან საქართველოს 1 ადამიანი ეწვია.

ვიზიტის ტიპები

ტურისტების 28 % საქართველოში 24 საათის ან უფრო მეტი დროის განმავლობაში დარჩა.

ვიზიტის ტიპი 2017: 3 თვე 2018: 3 თვე* ცვლილება %
 24 საათი და მეტი (ტურისტი) 514,405 659,338 28.2
ტრანზიტი 223,617 276,634 23.7
ერთდღიანი ვიზიტი 528,955 527,589 – 0.3
სულ 1,266,977 1,463,561 15.5
საზღვრის ტიპები

ტურისტთა 77.3 % სახმელეთო გზით შემოვიდა, საზღვაო საზღვრით 0.5 %-მა ისარგებლა.

ტიპი 2017: 3 თვე 2018: 3 თვე* წილი %
სახმელეთო 1,019,557 1,131,061 77.3
საჰაერო 229,907 312,950 21.4
სარკინიგზო 9,218 12,026 0.8
საზღვაო 8,295 7,524 0.5
სასაზღვრო პუნქტები

სასაზღვრო პუნქტების მიხედვით ვიზიტების განაწილება შემდეგია: 

საზღვარი 2017: 3 თვე 2018: 3 თვე* ცვლილება %
აეროპორტი თბილისი 204,452 284,802 39.3
სარფი 224,946 279,373 24.2
წითელი ხიდი 290,519 265,968 8.5
სადახლო 205,845 250,706 21.8
ყაზბეგი 149,916 167,689 11.9
ცოდნა 42,315 44,099 4.2
ნინოწმინდა 36,453 41,024 12.5
ვალე 22,298 32,996 48
კარწახი 13,382 18,759 40.2
ვახტანგისი 19,417 17,758 8.5
აეროპორტი ქუთაისი 17,292 14,761 14.6
აეროპორტი ბათუმი 8,163 13,387 64
გუგუთი 14,345 12,542 12.6
რკინიგზა გარდაბანი 6,742 9,496 40.8
პორტი ფოთი 5,075 3,692 27.3
პორტი ბათუმი 3,167 3,420 8
რკინიგზა სადახლო 2,476 2,530 2.2
პორტი ყულევი 53 412 677.4
სამთაწყარო 84 91 8.3
ახკერპი 37 56 51.4

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება