სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

ღვინის ექსპორტი: 2018 წლის 1-ლი კვარტალი

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის პირველი კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 24 %-ით გაიზარდა. 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან მსოფლიოს 43 ქვეყანაში 17.7 მლნ. (0.75 ლტ. მოცულობის) ბოთლის ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 24%-ით აღემატება 2017 წლის  ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია $ 40.5 მლნ.-მდე ღირებულების ღვინო. თანხის მიხედვით ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.

ექსპორტმა მოიმატა როგორც ევროპის, ისე აშშ-ის, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით:

  • ბელარუსი: მატება – 429 % (სულ ექსპორტირებულია 233,220 ბოთლი ღვინო)
  • იაპონია – 230 % (53,160)
  • დიდი ბრიტანეთი – 98 % (37,740)
  • ყაზახეთი – 85 % (877,494)
  • საფრანგეთი – 71 % (24,248)
  • ჩეხეთი – 68 % (18,888)
  • ლატვია – 61 % (412,626)
  • ნიდერლანდები – 46 % (21,993)
  • გერმანია – 38 % (136, 222)
  • უკრაინა – 36 % (1,771,928)
  • პოლონეთი – 32 % (740,922)
  • ესტონეთი – 28 % (120,246)
  • რუსეთი – 28 % (11,511,830)
  • ისრაელი – 24 % (52,722)
  • აშშ – 3 % (68, 620)…

ექსპორტის მიხედვით ქვეყნების პირველი ხუთეულია რუსეთი  (ექსპორტირებულია 11,511,830 ბოთლი ღვინო), უკრაინა (1,771,928),  ჩინეთი  (1,117,138), ყაზახეთი  (877,494) და პოლონეთი (740,922).

ღვინის ექსპორტი 134-მა კომპანიამ განახორციელა.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება