ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

წიგნი ”გზა ფერმერობისკენ”

წიგნი ”გზა ფერმერობისკენ” საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ 2017  წელს ფონდ ”კონსტანტას” თანადგომით გამოსცა. წიგნში  აღწერილია საქართველოში გავრცელებული და პერსპექტიული სამოცზე მეტი სასოფლო სამეურნეო კულტურის წარმოების ტექნოლოგია, ასევე მათი წარმოებისათვის აუცილებელი ფაქტორების – კლიმატის, ნიადაგის ტიპების, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მოცულობისა და სხვა პირობების მიმოხილვა ქვეყნის რეგიონების მიხედვით.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონალური სამმართველოების და სსიპ სერვისების მმართვის სააგენტოს თანადგომით წიგნი მთელი საქართველოს მაშტაბით გაავრცელდა. წიგნები ასევე გადაეცა ფერმერთა ასოციაციის პარტნიორ კოლეჯებს, საკონსულტაციო კომპანიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. ამ ცენტრების ხელშეწყობით დღეს ნებისმიერ პირს აქვს საშუალება მიიღოს სხვადასხვა აგროკულტურის მოყვანისთვის საინტერესო ინფორმაცია.

ამ ლინკიდან შეგიძლიათ წიგნის ელექტრონული ვერსიის ჩამოტვირთვა.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება