ფულადი გზავნილები: აგვისტო, 2018
2018 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 %-ით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე. უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 % იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 % მოდიოდა..
ვრცლად »