სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

მთავარი

მონეტარული პოლიტიკის ანგარიში: აგვისტო, 2018

საქართველოს ეროვნული ბანკი საზოგადოებისათვის წარსადგენად ამზადებს და ყოველკვარტალურად გამოსცემს "მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს", სადაც დეტალურად არის მოცემული ინფლაციის მაჩვენებლის პროგნოზები, რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობს მონეტარული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ასევე ეკონომიკური ზრდის პროგნოზებს. ბმულზე მოცემულ ანგარიშში წარმოდგენილია მაკროეკონომიკური გარემოს პროგნოზი, სამომხმარებლო ფასების ცვლილება..

ვრცლად »

გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 35

გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის ივნისის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: ატმის სეზონი; "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელი კონფერენცია; ქართული ღვინო; ბოლნური ღვინოები; გარემოსდაცვითი კონტროლი;  თუშეთის ეროვნული პარკი; წარმატების ისტორიები; კივის სარეველები; აზიური ფაროსანა; ტრიტიკალეს მოვლა-მოყვანა; სტატია შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემთა..

ვრცლად »

საერთაშორისო მოგზაურობა რეზიდენტობის მიხედვით: 2018, იანვარი – ოქტომბერი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  მიერ მომზადებულ ცხრილში წარმოადგენილია 2018 წლის იანვარი – ოქტომბრის პერიოდში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლები. ცხრილში ასევე იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის, მათი რეზიდენტობის ქვეყნის, ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ტოპ 15 ქვეყნისა და საზღვრის ტიპების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია  შედარებულია წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებთან. …

ვრცლად »

საერთაშორისო ვიზიტორები საქართველოში: 2018, იანვარი – მარტი

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის  ანგარიში წარმოადგენს 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების მახასიათებლების მიმოხილვას. გამოცემის მთავარ ინტერესს წარმოადგენს დასვენების და ბიზნესის მიზნებთან დაკავშირებული ვიზიტები, ასევე მოგზაურობის განმავლობაში გაწეული დანახარჯები. ანგარიშში იხილავთ სტატისტიკურ მონაცემებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები, საერთაშორისო ვიზიტების ძირითადი მიზნები, რომელ ქალაქებს და …

ვრცლად »

ერთიანი აგროპროექტი: სახელმწიფო აგროპროგრამების შედეგები

რა პროექტები აქვს სახელმწიფოს აგროსექტორში განხორციელებული და რა შედეგები მოიტანა მან? ამ თემაზე ანგარიში მოამზადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ. ანგარიშში გაანალიზებულია 2013 და შემდეგ წლებში დაწყებული 8 აგროპროექტის მიღებული და საპროგნოზო შედეგები, დათვლილია წარმოებული აგროპროდუქციის რაოდენობები, ფერმერთა და საწარმოთა შემოსავლები, სამუშაო ადგილები, ინვესტიციები, სახელმწიფო გადასახადები. ანგარიში პასუხს …

ვრცლად »

დასაქმება და უმუშევრობა: 2018, ივლისი – სექტემბერი

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა კვარტალთან შედარებით 0.1 %-ული პუნქტით გაიზარდა და 12.2 % შეადგინა. 2018 წლის მესამე კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 64.3 % შეადგინა. წინა კვარტალთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე და დასაქმების დონე გაზრდილია 0.3 %-ული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა კვარტალთან შედარებით შემცირებულია 0.3 %-ული პუნქტით..

ვრცლად »

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,5 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 5,9 %-ით. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,0 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,1 %-ული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს..

ვრცლად »

იმპორტის ფასების ინდექსი საქართველოში: 2018, ოქტომბერი

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,0 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 10,2 %-იანი ზრდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 10,8 %-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 8,7 %-იანი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 33,2 %-იანი კლება..

ვრცლად »

ექსპორტის ფასების ინდექსი საქართველოში: 2018, ოქტომბერი

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2,2 %-ით გაიზარდა. ფასების 1,9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 6,3 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 7,7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 2,3 %-ით..

ვრცლად »

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა: 2018 წ, III კვარტალი

2018 წლის მესამე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 883,220-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 57 %-ით აღემატება გასული კვარტლის მონაცემებს. მესამე კვარტალში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთის ფედერაცია (165,092), აზერბაიჯანი (123,106), სომხეთი (111,470), თურქეთი (98,005). ვიზიტორთა 50 %-ის სტუმრობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო, 16 %-ის - ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად..

ვრცლად »