სამშაბათი , დეკემბერი 3 2024
geen

დემოგრაფიული მაჩვენებლები: იანვარი-ივნისი, 2018

საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24,312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23,603 ადამიანი.

2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში (674).

2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10,373 და განქორწინების 5,075 შემთხვევა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით:

რეგიონი ცოცხლად დაბადება გარდაცვალება ქორწინება განქორწინება
საქართველო 24 312 23 603 10,373 5,075
ქ. თბილისი 8,074 5,965 2,930 1,912
აჭარის ა.რ. 2,776 1,735 1,142 371
გურია 556 860 322 126
იმერეთი 3,139 4,202 1,574 817
კახეთი 1,896 2,340 781 344
მცხეთა-მთიანეთი 504 663 237 115
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 148 340 79 37
სამეგრელო-ზემო სვანეთი 1,810 2,542 942 422
სამცხე-ჯავახეთი 886 993 462 117
ქვემო ქართლი 2,896 2,222 1,220 506
შიდა ქართლი 1,627 1,741 684 308

იხილეთ სრული კვლევა.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

 

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება