ხუთშაბათი , მაისი 9 2024
geen

ცოდნის ბანკი

იმპორტის ფასების ინდექსი საქართველოში: 2018, ოქტომბერი

იმპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 2,0 %-ით, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სახეზე გვაქვს ინდექსის 10,2 %-იანი ზრდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფასები 10,8 %-ით გაიზარდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციის ჯგუფზე ფასების 8,7 %-იანი მატება ფიქსირდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და ცხელი წყლის ჯგუფს, სახეზე გვაქვს ფასების 33,2 %-იანი კლება..

ვრცლად »

ექსპორტის ფასების ინდექსი საქართველოში: 2018, ოქტომბერი

ექსპორტის ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 2,2 %-ით გაიზარდა. ფასების 1,9 %-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ექსპორტის ფასების ინდექსი გაიზარდა 6,3 პროცენტით. აღნიშნულ პერიოდში ფასების 7,7 %-იანი ზრდა დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციაზე, ხოლო სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქციაზე ფასები შემცირდა 2,3 %-ით..

ვრცლად »

უცხოელ ვიზიტორთა სტატისტიკა: 2018 წ, III კვარტალი

2018 წლის მესამე კვარტალში 15 წლის და უფროსი ასაკის უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 883,220-ს მიაღწია. აღნიშნული მაჩვენებელი 57 %-ით აღემატება გასული კვარტლის მონაცემებს. მესამე კვარტალში ვიზიტორთა ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირებულია შემდეგი ქვეყნებიდან: რუსეთის ფედერაცია (165,092), აზერბაიჯანი (123,106), სომხეთი (111,470), თურქეთი (98,005). ვიზიტორთა 50 %-ის სტუმრობის მიზანი დასვენება, გართობა და რეკრეაცია იყო, 16 %-ის - ტრანზიტი სხვა ქვეყანაში გადასასვლელად..

ვრცლად »

TED საუბრები: პროკრასტინაცია

პროკრასტინაცია არის ქცევის ტიპი, რომელიც ხასიათდება მოქმედებების ან დავალებების გადადებით სხვა დროისთვის. ქვემოთ მოცემულ ვიდეოში პოპულარული ბლოგერი ტიმ ურბანი იუმორისტულ სტილში საუბრობს პროკრასტინატორი ადამიანის ტვინში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით არსებობს ორი სახის პროკრასტინაცია - როცა საქმის გადადება ხდება ვადის ამოწურვამდე და როცა ვადა საერთოდ არ არსებობს. პირველ შემთხვევაში ადამიანები სამუშაოს ბოლო რამდენიმე დღისთვის მოიტოვებენ. ამ დროს "პანიკის..

ვრცლად »

ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება: 2018, სექტემბერი

წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 5,6 % შეადგინა, ხოლო 2018 წლის III კვარტლის რეალური ზრდა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4,0 %-ით განისაზღვრა. ამასთან, 2018 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო რეალური ზრდა 4,9 %-ს შეადგენს. წინასწარი შეფასებით, 2018 წლის სექტემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა დამამუშავებელი მრეწველობის, საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, ოქტომბერი

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0,3 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2,3 % შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ფასები გაიზარდა 6,3 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,2 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ფეხსაცმლის (12,6 %), ისე ტანსაცმლის (3,6 %) ქვეჯგუფებზე. ტრანსპორტი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 0,6 %-იანი..

ვრცლად »

TED საუბრები: ვინ ხართ თქვენ?

პიროვნების ტიპის გამოვლენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომაა თვისობრივი ფსიქოლოგია. ის ადამიანებს 5 განზომილების (OCEAN) მიხედვით ანაწილებს: O - გამოცდილების მიმართ გახსნილობა/ჩაკეტილობა; C - კეთილსინდისიერება/არაკეთილსინდისიერება; E - ექსტროვერსია/ინტროვერსია; A - მისაღები/მიუღებელი ინდივიდები; N - ნევროტული/სტაბილური ინდივიდები. ადამიანის პოზიცია თითოეულ განზომილებაში გავლენას ახდენს მის კეთილდღეობის დონეზე. მაგრამ კონკრეტული თვისებების ჯგუფის გარდა რა არის ის, რაც განსაზღვრავს..

ვრცლად »

TED საუბრები: როგორ მივაღწიოთ ყველაზე ამბიციურ მიზნებს

ის, რაც გვაშორებს მიზნების მიღწევისგან, ნაკლებად უკავშირდება ნიჭს და მეტად - ჩვენს დამოკიდებულებას პრობლემების მიმართ და მათ გადასაჭრელად მიღებულ გადაწყვეტილებებს. TED-გამომსვლელი სტივენ დუნიე საუბრობს იმაზე, თუ როგორ ისწავლა გერმანული, ვერტმფრენის მართვა, კლდეზე ცოცვა, სქაიდაივინგი, ქსოვა, დრამზე დაკვრა და აიღო ავტო მრბოლელის ლიცენზია ერთი მარტივი მეთოდით - დღიური გრაფიკის კორექტირებით. მისი აზრით, მთავარია ისწავლოთ დიდი, ამბიციური მიზნების პატარა, უფრო ადვილად სამართავ..

ვრცლად »

ინფლაცია საქართველოში: 2018, აგვისტო

2018 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 %, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.1 % შეადგინა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 1.5 %-ით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0.44 %-ული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (16.4 %), ასევე რძე, ყველი და კვერცხი (4.8 %). ამასთან, ფასების 16.2 %-იანი კლება დაფიქსირდა..

ვრცლად »

TED საუბრები: რა ქმნის კეთილდღეობას?

ახლა რომ შეგეძლოთ მომავალში, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაში ინვესტირება, რას მიუძღვნიდით თქვენს დროსა და ენერგიას? უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების  80 %-მა ცხოვრების მთავარ მიზნად გამდიდრება დაასახელა. იმავე რესპოდენტების 50 %-მა გამოთქვა სურვილი გამხდარიყო ცნობილი. ჰარვარდის კვლევამ ზრდასრული ადამიანების განვითარების თაობაზე, შეისწავლა ათასობით ადამიანი. 75-წლიანი კვლევა ემსახურებოდა მათი მდგომარეობის (სამსახურეობრივი, ოჯახური, ჯანმრთელობის,...) შესწავლას..

ვრცლად »