სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი: 2018, ოქტომბერი
2018 წლის ოქტომბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,5 %-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ინდექსი გაზრდილია 5,9 %-ით. 12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე: დამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5,0 %-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4,1 %-ული პუნქტით იმოქმედა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს..
ვრცლად »