სამშაბათი , ივნისი 17 2025
geen

Magda Gzirishvili

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა წლის განმავლობაში რამდენჯერმე იმოგზაურეს - 2016 წელს ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 13 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 5%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (52.5 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა შოპინგის (12.3 %) და მკურნალობა/გაჯანსაღების (11.1 %) მიზნით, ხოლო დასვენების, გართობის და რეკრეაციის მიზნით განხორციელებულ ვიზიტების რაოდენობამ 9 % შეადგინა.

ვრცლად »

გზამკვლევი: მერძეული ნახირის შექმნა

ამონარიდები ფერმერებისთვის სასარგებლო გზამკვლევიდან: ”ქართული მთის ძროხა საშუალოდ იწონის 180-200 კილოგრამს და ლაქტაციის მანძილზე იძლევა 900-1200 კგ. რძეს, რომელშიც 4,1-4,3 % ცხიმია. გაუმჯობესებული კვების პირობებში გამოზრდილი და მოშენებული ამ ჯიშის ძროხა 325-350 კილოგრამს აღწევს და მისი მონაწველი 2,0-3,0 ათას კილოგრამამდე მატულობს”. ”მეგრული წითელი საქონელი ტანით 1,3-ჯერ მეტია, ვიდრე ქართული მთის …

ვრცლად »

ბაზრების კვლევა

კვლევის ფასები დამოკიდებულია მის მოცულობაზე, მეწარმის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბაზრის ზომაზე. უმეტესად ფასები 4,500 ლარიდან იწყება, თუმცა მცირე მასშტაბის კვლევების ფასი შეიძლება მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს. ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ. კვლევის ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად ამას 4 კვირა ან მეტი დრო სჭირდება, თუმცა ზუსტი ვადა დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

ვრცლად »

მარკეტინგი: ბაზრის სეგმენტაცია

გონივრული მარკეტინგის ძირითადი დანიშნულებაა სწორად შერჩეულ მყიდველთან სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბება. მაღალი შედეგიანობისთვის აუცილებელია მარკეტინგული კომპლექსის მისადაგება იმ მომხმარებლებზე, რომლებთან ურთიერთობებსაც ყველაზე მეტი შემოსავლის და მოგების მოტანა შეუძლიათ კომპანიისთვის. ამის მისაღწევად პირველი საფეხურია ბაზრის სეგმენტაცია – ბაზრის დაყოფა მყიდველების ჯგუფებად, რომლებიც განსხვავდებიან საჭიროებებით, დემოგრაფიული მახასიათებლებით ან ქცევით და რომლებსაც განსხვავებული მარკეტინგული …

ვრცლად »

როგორ დავარეგისტრიროთ მეწარმე იურიდიული პირი

მეწარმე იურიდიულ პირთა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირება საკმაოდ მარტივი პროცესია. დაინტერესებული პირი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს (პირადობის მოწმობა, პასპორტი) და განცხადებას, რის საფუძველზეც იწყება სარეგისტრაციო წარმოება. განცხადებაზე განმცხადებლის მიერ ხელმოწერა უნდა განხორციელდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის თანდასწრებით.

ვრცლად »

ფაქტორები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ ფასების დაწესებისას

კომპანიის ფასწარმოქმნის გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს კომპანიის შიდა და გარე გარემოს ფაქტორები. შიდა ფაქტორები მოიცავს კომპანიის მარკეტინგულ მიზნებს, მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგიას, ხარჯების სტრუქტურასა და ორგანიზაციულ შეხედულებებს. მარკეტინგული მიზნები - ფასის დაწესებამდე კომპანიამ უნდა შეიმუშაოს პროდუქტის რეალიზაციის სტრატეგია. თუ კომპანიამ შეარჩია მიზნობრივი ბაზარი და იქ გულმოდგინედ იმკვიდრებს ადგილს, მაშინ მისი მარკეტინგული კომპლექსის სტრატეგია ფასის ჩათვლით, მკაფიოდ პირდაპირ მიმართული იქნება.

ვრცლად »

ქართული წიგნის ბაზრის კვლევა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივით ჩატარებულია ქართული წიგნის ბაზრის კვლევა. კვლევაში შესულია შემდეგი საკითხები: საგამომცემლო ბაზრის აღწერა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების გამოცემები წიგნების გამოცემა დისტრიბუცია / სადისტრიბუციო არხები წიგნის მაღაზიები ელექტრონული წიგნის მაღაზიები ლიტერატურული კონკურსები მკითხველი ბიბლიოთეკები ქართული წიგნის ბაზრის კვლევა 2013-2015 წლების მონაცემებს მოიცავს, თუმცა ის მაინც საინტერესო და სასარგებლო იქნება …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 ტურისტი შემოვიდა (ეს 8 %-ით, 459,409 ადამიანით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (1,523,703), სომხეთიდან (1,496,437), თურქეთიდან (1,256,561) და რუსეთიდან (1,038,750) გვესტუმრა - მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (5,315,451 ადამიანი) იყო ტურისტთა სრული რაოდენობის 84 % შეადგინა.

ვრცლად »

მარკეტინგული მიქსი: 4C

მარკეტინგული მიქსი - 4C (Consumer, Cost, Convenience, Communication), ისევე როგორც 4P,  მარკეტინგული ინსტრუმენტების ნაკრებია, რომლებსაც კომპანია  ბაზარზე საკუთარი მიზნების მისაღწევად იყენებს. მათ შორის განსხვავება ისაა, რომ 4C მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ხელმძღვანელობს, მაშინ როცა 4P მთლიანად ბიზნესის ინტერესებზეა დამყარებული. განვიხილოთ 4C-ის თითოეული კომპონენტი:

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: განთავსების საშუალებები 2016 წელს

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა, შიდა ვიზიტორთა ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ კი 13 მილიონამდე შეადგინა. 2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსების 1,765 ობიექტი მოქმედებდა ჯამურად 24,297 ოთახით და 57,049 საწოლი ადგილით. 2016 წელს საქართველოში 37 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო მშენებლობის პროცესში 129 სასტუმრო იყო.

ვრცლად »