პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

ტურიზმი საქართველოში: განთავსების საშუალებები 2016 წელს

საქართველოში 2016 წელს 6,360,503 საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა, შიდა ვიზიტორთა ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ კი 13 მილიონამდე შეადგინა. 2016 წლის ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსების 1,765 ობიექტი მოქმედებდა ჯამურად 24,297 ოთახით და 57,049 საწოლი ადგილით. 2016 წელს საქართველოში 37 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო მშენებლობის პროცესში 129 სასტუმრო იყო.

განთავსების საშუალებები რეგიონების მიხედვით
რეგიონი განთავსების საშუალებათა რაოდენობა 2016 წლის დეკემბერში ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
თბილისი 381 7,072 14,837
აჭარა 259 5,000 11,615
გურია 67 1,174 3,101
იმერეთი 155 2,034 4,799
კახეთი 150 1,312 3,042
მცხეთა-მთიანეთი 137 1,686 4,405
რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 56 433 1,272
სამცხე-ჯავახეთი 188 3,163 8,145
ქვემო ქართლი 16 230 555
შიდა ქართლი 11 79 200
სამეგრელო-ზემო სვანეთი 345 2,114 5,078
საქართველო 1,765 24,297 57,049
განთავსების საშუალებები ტიპების მიხედვით

განთავსების ობიექტების რაოდენობა ტიპების მიხედვით შემდეგნაირად იყო გადანაწილებული:

კატეგორია განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
სასტუმრო 640 16,750 36,479
საოჯახო სასტუმრო 608 3,694 9,611
სასტუმრო სახლი 393 2,809 7,461
სხვა 124 1,044 3,498
ახალი სასტუმროები

2016 წელს გახსნილი სასტუმროების რაოდენობები რეგიონების მიხედვით შემდეგია:

რეგიონი განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
თბილისი 8 526 1,042
სამეგრელო-ზემო სვანეთი 7 246 539
სამცხე-ჯავახეთი 6 156 316
გურია 5 129 332
აჭარა 4 283 585
იმერეთი 3 31 75
კახეთი 2 67 164
მცხეთა-მთიანეთი 1 22 46
შიდა ქართლი 1 12 20
სულ 37 1,472 3,119
მშენებარე სასტუმროები

მშენებარე სასტუმროები რეგიონების მიხედვით შემდეგია:

რეგიონი განთავსების რაოდენობა ოთახების რაოდენობა საწოლი ადგილები
თბილისი 42 3,307 6,382
გურია 27 752 1,700
აჭარა 20 3,563 3,906
მცხეთა-მთიანეთი 10 523 1,212
სამცხე-ჯავახეთი 9 375 844
კახეთი 8 341 688
შიდა ქართლი 5 70 132
სამეგრელო-ზემო სვანეთი 4 110 188
იმერეთი 3 137 280
ქვემო ქართლი 1 7 23
საქართველო 129 9,185 15,355

2016 წელს გახსნილი და მშენებარე სასტუმროების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

***

სტატია შექმნილია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება