ოთხშაბათი , დეკემბერი 4 2024
geen

აგროპროდუქტების საშუალო ფასები ”ფერმის კართან”

ქვემოთ მოცემულია 24 აგროპროდუქტის საშუალო წლიური ფასები (ლარი/კგ.) ”ფერმის კართან” – ამ პროდუქტების მწარმოებლებისგან შესყიდვის ფასები – 2014-2016 წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების წლიური დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც.

აგროპროდუქტების საშუალო ფასები ”ფერმის კართან”
დასახელება 2014 2015 2016
მემცენარეობა
ერთწლიანი კულტურები
ხორბალი 0.52 0.44 0.41
ქერი 0.52 0.48 0.43
სიმინდი 0.52 0.54 0.51
ლობიო 3.02 2.90 3.13
კარტოფილი 0.77 0.66 0.43
კომბოსტო, ყვავილოვანი კომბოსტო, ბროკოლი 0.21 0.29 0.18
პომიდორი 0.71 0.83 0.62
კიტრი 0.84 0.92 0.79
ხახვი ბოლქვად 0.70 0.61 0.40
მრავალწლოვანი კულტურები
ვაშლი 0.50 0.69 0.58
მსხალი 1.00 1.17 1.06
ქლიავი, ჭანჭური, ღოღნაშო 0.81 0.81 0.79
ბალი, ალუბალი 1.34 1.32 1.58
ატამი, ვაშლატამა 0.58 0.95 0.43
კაკალი 3.59 4.91 4.43
თხილი 6.28 5.93 4.45
ყურძენი 1.25 0.78 0.92
მეცხოველეობა
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცი 8.75 9.60 10.48
ღორის ხორცი 7.84 6.78 6.14
ცხვრის და თხის ხორცი 9.09 11.68 9.99
ქათმის ხორცი 3.93 4.24 4.13
რძე (1 ლიტრი) 0.88 0.81 0.80
კვერცხი (1 ცალი) 0.21 0.23 0.21
თაფლი 10.80 14.21 13.14

ასევე შეგიძლიათ იხილოთ აგროპროდუქტების საშუალო წლიური სამომხმარებლო ფასები და საშუალო კვარტალური ფასები.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება