კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

ინტერვიუ ”გუდანი დეველოპმენტის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან ნია ქურთიშვილთან

„გუდანი დეველოპმენტმა“ ახალ პროექტი დაიწყო. „ჩაჩხი“ – ასე ქვია ხუთსართულიან კორპუსს, რომელიც ასევე დიდ დიღომში, „დიღმის ველის“ ახალი დასახლების ტერიტორიაზე, ფატმანის 73 ნომერში აშენდებ. როგორი იქნება ახალი პროექტი, რამდენ ხანში დასრულდება, კვადრატულის ფასებსა და სხვა დეტალებზე, გუდანი დეველოპმენტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ნია ქურთიშვილს ვესაუბრეთ.

ნია ქურთიშვილი, გუდანი დეველოპმენტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ფოტოს ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი)

– გუდანი დეველოპმენტს უკვე აშენებული აქვს ორი მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი. თქვენი სამშენებლო კომპანიის ჯერ მხოლოდ ორწლიანი არსებობის ფონზე, ორივე კორპუსში ბინები მშენებლობის დასრულებამდე გაიყიდა. რა არის თქვენი ძირითადი მახასიათებელი, რამ მოგიტანათ ასეთი წარმატება?

როდესაც სამშენებლო ბიზნესში შესვლა გადავწყვიტეთ, ცხადია პირველ რიგში დავფიქრდით იმაზე, თუ რითი შევძლებდით ჩვენი ნიშის დაკავებას. შევისწავლეთ ბაზარი, დავსვით კითხვები: რა მოთხოვნები აქვთ ადამიანებს, რას ანიჭებენ უპირატესობას ბინის ყიდვის მომენტში? და მოვიდა პასუხები, რომ მათთვის უპირველესად მნიშვნელოვანია საცხოვრებელ ბინაში დაცულად და მყუდროდ გრძნობდნენ თავს, სურთ ეკოლოგიურად სუფთა გარემო, რაც შეიძლება ნაკლები ხმაურითა და გამონაბოლქვით, მშენებლობის მაღალი ხარისხით და მისაღები ფასით.

სწორედ ამიტომ, მშენებლობისათვის დაბალი განაშენიანების ზონა ავირჩიეთ. კონკრეტულად კი დიდი დიღმის ახალი დასახლება, რომელსაც დიღმის ველსაც უწოდებენ.

ტერიტორია ძირითადად კერძო სახლებით არის წარმოდგენილი. რაც ჩვენი კორპუსების მაცხოვრებლებისათვის გაშლილი ხედების, სიმყუდროვის, სიმშვიდის და ნაკლები გამონაბოლქვის ადგილას ცხოვრების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს.

მყიდველს გარემოსთან ერთად, მშენებლობის მაღალ ხარისხს და ძალიან მისაღებ ფასს ვთავაზობთ. კვადრატულის ღირებულება 1,600 ლარიდან იწყება.

გვაქვს ასევე შიდა განვადება და ბანკთან თანამშრომლობის მოქნილი პირობები. იპოთეკური სესხი გაიცემა მხოლოდ ამავე ბინის უზრუნველყოფით შემოსავლების დადასტურებით ან დადასტურების გარეშე.

რას ნიშნავს კომპანიის სახელწოდება, რატომ „გუდანი“?

ახალი მშენებლობა დიდ დიღომში, „დიღმის ველზე“, კონკრეტულად კი ფატმანის 73 ნომერშია

„გუდანი“ ხევსურეთის ერთ-ერთი სოფლის სახელია. სოფლის მთავარ სალოცავში ნაპოვნია ქვა, რომელსაც უწოდებენ „გუდანის ჯვარს“. ქვაზე გამოსახულია სიმბოლიკა, რომელიც გადმოცემის თანახმად არის ორიონის თანავარსკვლავედის სისტემის რუქა, საიდანაც ჩვენი შემქმნელები მოვიდნენ. „გუდანში’’ ნაპოვნმა ქვამ საუკუნეებს გაუძლო, გადაურჩა მრავალ აგრესიას და გადამალვას. ჩვენც ამ სახელწოდებით სიმბოლურად ვაჟღერებთ, რომ ჩვენი მშენებლობები გუდანის ქვასავით გამძლე იქნება. კომპანიის ლოგოზეც სწორედ ეს სომბოლიკაა გამოსახული.

გადავწყვიტეთ, რომ გავაცოცხლოთ ასეთი მივიწყებული სახელები მითებიდან, სოფლების, ძეგლების და სხვა ქართული სახელები ჩვენი წარსულიდან და მომდევნო მშენებლობებსაც მსგავს სახელებს დავარქმევთ.

– რაც შეეხება ახალ მშენებლობას?

ახალი მშენებლობა უკვე დავიწყეთ. მისი სახელწოდებაა „ჩაჩხი“ – სვანეთის ერთ-ერთი ძველი მთის სახელწოდება.

მყიდველს გარემოსთან ერთად, მშენებლობის მაღალ ხარისხს და ძალიან მისაღებ ფასს ვთავაზობთ. კვადრატულის ღირებულება 1,600 ლარიდან იწყება. მშენებლობა ისევ ჩვენი ხელწერის იქნება: დაბალსართულიანი, სულ 23 ბინით წარმოდგენეილი, დასრულდება ერთ წელში

ახალი მშენებლობა ასევე დიდ დიღომში, „დიღმის ველზე“, კონკრეტულად კი ფატმანის 73 ნომერშია. მშენებლობა ისევ ჩვენი ხელწერის იქნება: დაბალსართულიანი, სულ 23 ბინით წარმოდგენეილი, დასრულდება ერთ წელში. მშენებლობის ვადებს არ გადავაცილებთ და როგორც გვჩვევია, ყველა დაპირებას შევასრულებთ.

 – პანდემიის ფონზე როგორ მიდის გაყიდვები?

სიმართლე გითხრათ, ბინების გაყიდვა პირველი მშენებლობის დროსაც კი არ გაგვჭირვებია, მაშინ როცა „ახლები“ ვიყავით და ჩვენს მიმართ სანდოობის გარანტიებიც არ არსებობდა, მაშინაც დასრულებამდე გაიყიდა ყველა ბინა. პირველი კორპუსის მაცხოვრებლების შეფასებებმა კი მეორე კორპუსის გაყიდვებზეც იმოქმედა. მათ მეგობრებთან, ნაცნობებთნ რეკომენდაცია გაგვიწიეს. ეს ჯაჭვი მეორე კორპუსის გაყიდვებშიც გაგრძელდა. ბინების 30 % „ჩაჩხის“ მშენებლობის დაწყებამდე გაიყიდა. ვამაყობთ, რომ გაყიდვების დიდი წილი ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციებზე მოდის.

ვფიქრობ პირველივე წელს ნდობის მაქსიმალურ ხარისხს მივაღწიეთ, რაც აღნიშნულ ბიზნესში ყველაზე მნიშვნელოვანია.

– რას ეტყვით თქვენს პოტენციურ კლიენტებს?

მადლობას. მადლობას ნდობისთვის და იმ პოზიტიური უკუკავშირისთვის, რასაც არ იშურებენ ჩვენთვის.

Comments

Comments