პარასკევი , მარტი 29 2024
geen

ბიო სერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისთვის

ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-სთან თანამშრომლობით მომზადდა ბიო სერტიფიცირების გზამკვლევი მეფუტკრეებისთვის. ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე მოთხოვნა მაღალი ხარისხის, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიო თაფლზე დღითიდღე იზრდება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA)¹ საქართველოს აძლევს შანსს, შესაბამისი სტანდარტების დაკმაყოფილების შემდეგ, მოახდინოს თაფლის ექსპორტი ევროკავშის ბაზარზე. ჯარას თაფლს, თავისი ისტორიით, ეკოლოგიურად სუფთა გავრცელების არეალითა და სრულიად ბუნებრივი ფიჭით, დიდი პოტენციალი აქვს დააკმაყოფილოს ბიო სერტიფიცირების მოთხოვნები, გახდეს კონკურენტული საერთაშორისო ბაზარზე, როგორც მაღალი ხარისხის უნიკალური პროდუქტი.

ბიო სერტიფიცირების გზამკვლევის მიზანია, დაეხმაროს მეფუტკრეებს ბიო სერტიფიცირების პროცედურებისა და მოთხოვნების გაცნობაში. გზამკვლევი დეტალურად აღწერს ბიო სერტიფიცირების პროცესის თითოეულ ეტაპს, მათ შორის დაავადებების მკურნალობასა და ჩანაწერების წარმოებას, რომელთა გათვალისწინებაც მნიშვნელოვანია ბიო თაფლის წარმოებით დაინტერესებული მეფუტკრეებისთვის.

გზამკვლევი მომზადებულია ჯარას მეფუტკრეთა ასოციაციის მიერ ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-სთან თანამშრომლობით, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და ავსტრიის განვითარების სააგენტოს ერთობლივი პროექტის კავკასიის ალიანსების პროგრამის (ALCP) ფასილიტაციით, რომელსაც საქართველოში ახორციელებს მერსი ქორფსი.

Comments

Comments