შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

საგრანტო პროგრამებისთვის განაცხადების მომზადება

რისთვისაა საჭირო განაცხადი

დამწყები, მცირე და საშუალო საწარმოთა, არაკომერციულ საწარმოთა ნაწილი ეძებს თავისი საქმიანობის დაფინანსების წყაროებს და ხშირად მონაწილეობს სახელმწიფო თუ არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციების მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსებში. ეს ორგანიზაციები ითხოვენ ბიზნეს-იდეის თუ პროექტის აღწერას, მიზნების ნათლად და ცალსახად ფორმულირებას, ფინანსურ გაანგარიშებებს, მარკეტინგული ღორნიძიებების აღწერას, რისკების ანალიზს და სხვა მონაცემებს, რაც მათ დაეხმარება ბიზნესის თუ პროექტის დაფინანსებაზე ან უარის თქმაზე გადაწყვეტილების მიღებაში.

გამართული საგრანტო განაცხადის (საპროექტო განაცხადის, კითხვარის, ბიზნეს-გეგმის) გარეშე კონკურსში მონაწილე პირის წარმატების ალბათობა ნულოვანია.

რას მოიცავს საგრანტო განაცხადი (საპროექტო განაცხადი, კითხვარი, ბიზნეს-გეგმა)

ყველა ორგანიზაციას თავისი მოთხოვნები აქვს საგრანტო განაცხადში შესატანი მონაცემებისადმი. თითქმის ყველა მათგანი მოიცავს შემდეგს:

  • ბიზნესის, პროექტის არსი, პრობლემის აღწერა, კონკრეტული მიზნების დასახვა
  • პროდუქტის აღწერა, მისი გავლენა მიზნობრივ სეგმენტებზე, კონკურენტი პროდუქტების/პროექტების აღწერა
  • მართვა, მარკეტინგი, ფინანსები, ტექნოლოგიები, გაყიდვების არხები, რისკები, წარმატების ფაქტორები
  • სამოქმედო გეგმა
შემსრულებელი

ბიზნეს-გეგმას ამზადებს პირველი საკონსულტაციო კომპანია. ეს ორგანიზაცია არის პროექტის business.org.ge ერთ-ერთი ინიციატორი, ორგანიზატორი და დამფინანსებელი. პროექტის იდეა მაშინ წარმოიშვა, როდესაც პირველი საკონსულტაციო კომპანიის მხრიდან დამწყებ, მცირე და საშუალო მეწარმეებზე, განსაკუთრებით კი აგრომეწარმეებზე გაცემული უფასო კონსულტაციების რაოდენობამ წელიწადში 1,000-ს გადააჭარბა. ამის შემდეგ გაიმიჯნა კომერციული და არაკომერციული საკონსულტაციო საქმიანობა – პირველს ახორციელებს პროექტი business.org.ge, მეორეს – პირველი საკონსულტაციო კომპანია.

ფასები და შესრულების ვადები

განაცხადის შედგენის ფასები დამოკიდებულია შესასრულებელი საქმის მოცულობაზე, კონკურსანტის მხრიდან თანამშრომლობის ხარისხზე, ბიზნესის/პროექტის მასშტაბზე. ფასი რამდენიმე ასეული ლარიდან იწყება, თუმცა ზუსტი ფასი დგინდება შემკვეთთან გასაუბრების შემდეგ.

შესრულების ვადებიც ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული. უმეტესად დონორი ორგანიზაცია ადგენს მიმდინარე კონკურსზე განაცხადის წარდგენის ბოლო ვადას, ამიტომ სასურველია კონკურსანტმა გადაწყვეტილება დროში არ გაწელოს და დროულად დაიწყოს განაცხადზე მუშაობა.

მომზადებული განაცხადები 2013-2017 წ.წ.

2013 წლიდან დღემდე მომზადებულია ათეულობით განაცხადი შემდეგი პროგრამებისთვის:

  • სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში: მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა”
  • სახელმწიფო პროგრამა ”გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი”
  • სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში: ინდუსტრიის ხელშეწყობა”
  • სახელმწიფო პროგრამა ”აწარმოე საქართველოში: სასტუმრო ინდუსტრიის განვითარება”
  • არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსები აგროსექტორში
  • არასახელმწიფო დონორი ორგანიზაციების საგრანტო კონკურსები სამოქალაქო ორგანიზაციების სექტორში

***

საგრანტო განაცხადის საჭიროებისას მეწარმეს ან არაკომერციულ ორგანიზაციას შეუძლია გაეცნოს სტატიას ბიზნეს-გეგმა აგროსაწარმოს მაგალითზე, სადაც ჩანს, თუ რა საკითხები იქნება განსახილველი საკონსულტაციო კომპანიასთან განაცხადზე მუშაობის დაწყებისთვის.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება