პარასკევი , აპრილი 26 2024
geen

რეიტინგი: World Economic Forum – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2017-2018

World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2017-2018 წლებისთვის საზღვრავს 137 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ფაქტორის (და 12 ქვეფაქტორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია:

  • ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება
  • ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, შრომითი ბაზრის ეფექტიანობა, საფინანსო ბაზრის განვითარება, ტექნოლოგიური მზაობა, ბაზრის მოცულობა
  • ინოვაციები და განვითარების ფაქტორები: ბიზნესის განვითარება, ინოვაციები

World Economic Forum-ის 2017-2018 წლების გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით საქართველო 137 ქვეყნას შორის 67-ე ადგილზეა 4.28 ქულით (2016-2017 წლების რეიტინგში საქართველოს 59-ე ადგილი ეკავა 4.32 ქულით, 2015-2016 წლების შეფასებით – 66-ე ადგილი, 2005-2006 წლებისთვის კი – 86-ე). ყველაზე მაღალი შეფასება (5.8 ქულა) საქართველომ ქვეკომპონენტში ”ჯანდაცვა და დაწყებითი განათლება” მიიღო, ყველაზე დაბალი (2.8 ქულა) – ”ინოვაციებში”.

რეიტინგში პირველ ადგილზეა შვეიცარია (5.9 ქულა), ხოლო ბოლო – 138-ე ადგილზე იემენი იმყოფება (2.9 ქულა).

ქართულ ენაზე რეიტინგის მიმოხილვა შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მიერ მომზადებულ პრეზენტაციაში.

***

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება