სამშაბათი , მარტი 19 2024
geen

საქართველოს სოფლის მეურნეობა, 2018 წ. (Ge, Eng)

საქართველოს სოფლის მეურნეობა, 2018 წ.

 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პუბლიკაციაში ”საქართველოს სოფლის მეურნეობა” (2018 წ.) თავმოყრილია სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის მდგომარეობის შესახებ და შედგება ოთხი ნაწილისაგან.

პირვე ლ ნაწილში წარმოდგენილია ზოგადი სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ, როგორიცაა, სოფლის მოსახლეობის რიცხოვნობა, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა, ასევე, სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება და ა.შ.

მეორე ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები ერთწლიანი და მრავალწლოვანი კულტურების წარმოების, ასევე, ერთწლიანი კულტურების ნათესი და აღებული ფართობების, საშუალო მოსავლიანობების და ა.შ. შესახებ. მე სამე ნაწილში წარმოდგენილია მონაცემები პირუტყვისა და ფრინველის სულადობის, ფუტკრის ოჯახების რაოდენობის, მეცხოველეობის პროდუქციის წარმოების, პირუტყვის ნამატისა და დაცემის, ასევე, მეცხოველეობასთან დაკავშირებული საშუალო მაჩვენებლების და ა.შ. შესახებ.

მეოთხე ნაწილში მოცემულია ხორბლის, სიმინდის, კარტოფილის, ბოსტნეულის, ყურძნის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ცხვრისა და თხის ხორცის, ფრინველის ხორცის, რძისა და რძის პროდუქტებისა და კვერცხის სასურსათო ბალანსები, ასევე თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები და სასურსათო მოხმარების საშუალო მაჩვენებლები.

პუბლიკაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

Comments

Comments