ხუთშაბათი , აპრილი 18 2024
geen

სიახლეები

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2017-2018 (6 თვე)

საქართველოში 2017 წელს 2,300 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. რეგიონების მიხედვით წარმოების მაჩვენებლები შემდეგია..2017 წელს საქართველოდან ექსპორტზე 2,000 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა (რაც დაახლ. 600 ტონით არემატება 2016 წლის ექსპორტის მაჩვენებელს) და 1,800 ტონაზე მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან..2018 წლის ივლისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები..

ვრცლად »

აგროპროდუქტების საშუალო საცალო ფასები კვარტლების მიხედვით: 2017 წელი

ქვემოთ მოცემულია 13 აგროპროდუქტის საშუალო საცალო კვარტალური ფასები (ლარებში 100 კილოგრამზე) 2017 წ. კვარტლების მიხედვით წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც.. აგროპროდუქტების კვარტალური ფასები..აქ შეგიძლიათ იხილოთ აგროპროდუქტების საშუალო საცალო კვარტალური ფასები 2016 წლისთვის..

ვრცლად »

აწარმოე საქართველოში: კინოინდუსტრიის განვითარება

სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი კომპონენტია კინოინდუსტრიის განვითარების პროგრამა "გადაიღე საქართველოში", რომელიც  ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20 %-დან 25 %-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო "აწარმოე საქართველოში", კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით..

ვრცლად »

DCFTA საქართველოში: მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა..

ვრცლად »

EU4Business – EBRD საკრედიტო ხაზი

EU4Business - EBRD საკრედიტო ხაზი წარმოადგენს ევროკავშირისა და EBRD-ის ერთობლივ ინიციატივას, რამელიც მიზნად ისახავს ქართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის ინვესტიციების დაფინანსებას, რაც მათ საშუალებას მისცემს სრულად გამოიყენონ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში არსებული შესაძლებლობები. იმისათვის, რომ ქართულმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებმა სრულად ისარგებლონ აღნიშნული შესაძლებლობებით და ..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ბოსტნეული, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ბოსტნეულისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

ყოველთვიური ენერგეტიკის სტატისტიკური მაჩვენებლები: 2018, აპრილი

2018 წლის იანვარი-აპრილის პერიოდში ელექტროენერგიის მთლიანი წარმოება 4,008.7 გვტ/სთ-ს შეადგენდა, საიდანაც 23 % თბოელექტროსადგურებზე მოდიოდა, 76 % - ჰიდროელექტროსადგურებზე, ხოლო 1 % - ქარის ელექტროსადგურებზე. ელექტროენერგიის იმპორტმა აღნიშნულ პერიოდში წარმოების მოცულობის 14 % შეადგინა, ხოლო ექსპორტმა - 2 %-მდე. იანვარი-აპრილის პერიოდში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტმა საქართველოში 448 ათასი ტონა შეადგინა. იანვარი-აპრილის პერიოდში საქართველოში იმპორტირებული იქნა..

ვრცლად »

რეფორმეტრი: ეკონომიკური ეფექტები

საქართველოს ეკონომიკისადმი განწყობის ინდექსი (G-ESI) გვიჩვენებს მომხმარებლისა და ბიზნესის განწყობას მათი ფინანსური/კომერციული მდგომარეობის და მოლოდინების შესახებ. G-ESI არის ორი დამოუკიდებელი გამოკითხვის კომბინაცია, რომელსაც რეგულარულად ატარებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) და ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI). ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ეკონომიკური მაჩვენებლები, როგორიცაა IT სერვისების წილი მთლიან ექსპორტში, ეროვნული დანაზოგების წილი მშპ-ში..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: რძე და რძის პროდუქტები, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი რძისა და რძის პროდუქტებისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

წარმატების ისტორიები: საკალმახე მეურნეობა

პროფესიით მშენებელი გიორგი ღარიბაშვილი, წარმოშობით თეთრიწყაროს რაიონიდან გახლავთ. მან ცხოვრების დიდი ნაწილი სამშენებლო საქმიანობას დაუთმო. 59 წლის ასაკში კი მყარი გადაწყვეტილება მიიღო რადიკალურად შეეცვალა თავისი ცხოვრება, მამა-პაპისეულ ადგილს დაუბრუნდა და სოფელ საღარაშენში, მდინარის პირას ნაკვეთები შეიძინა. ააშენა სახლი და თავის ოჯახთან ერთად დასახლდა. საკალმახის იდეასაც სწორედ იქ ჩაეყარა  საფუძველი. გიორგი ღარიბაშვილის განცხადებით შპს ალგოთის დაფუძნებაც სწორედ იმან გადააწყვეტინა, რომ დაიღალა სამშენებლო საქმიანობით და უნდოდა საკუთარი საქმის დაწყება..

ვრცლად »