პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

სიახლეები

საქართველოს სასტუმროების ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს სასტუმროების ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი; ბიზნეს-გარემო; ეკონომიკური პერსპექტივა; ტურიზმის მიმოხილვა; თბილისის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ბათუმის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ქუთაისის სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; ზღვისპირა სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; სამთო სასტუმროების ბაზრის მიმოხილვა; საკურორტო სასტუმროების ბაზრის..

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: ღორის ხორცი, 2017 წ.

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი ღორის ხორცისთვის 2017 წელს. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს..

ვრცლად »

საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის

კვლევა "საპროცენტო განაკვეთების შედარება საცალო საკრედიტო პროდუქტებისათვის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში და სასესხო პორტფელის ხარისხის შედარება საქართველოს საბანკო და არა-საბანკო სექტორებში" ჩატარებულია ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ თიბისი ბანკისათვის 2018 წლის აპრილი-მაისის პერიოდში. მისი მიზანი იყო საკრედიტო პროდუქტებზე ქვეყნების ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარება.  კვლევა მოიცავს 48 მოწინავე ბანკს შემდეგ 13 ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ალბანეთი..

ვრცლად »

საპარტნიორო ფონდი: სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული პროექტები

სს "საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი რომელიც დაარსდა 2011 წელს. ფონდის მთავარი დანიშნულებაა საქართველოში ინვესტიციების წახალისება საინვესტიციო პროექტების განვითარების საწყის ეტაპზე თანამონაწილეობის გზით (კაპიტალში თანაინვესტირება, სუბორდინირებული სესხი და ა.შ.). ფონდი აფინანსებს კერძო ინვესტორებს შემდეგი პირობების გათვალისწინებით: საპარტნიორო ფონდს შეუძლია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში, ყველა სექტორში მომსახურების სფეროს გარდა..

ვრცლად »

ფასის ლარში გამოხატვა: რეგულაციები

2017 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა საქართველოს ეროვული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც პროდუქციის რეკლამირებისას და/ან შეთავაზებისას, ფასის გამოხატვა უნდა მოხდეს ეროვნულ ვალუტაში. ქვემოთ მოცემულია ამ საკითხთან დაკავშირებული კითხვა-პასუხები, რომლებიც ამოღებულია ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან. "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის 21 პუნქტით..

ვრცლად »

გაზეთი ”ჩვენი სოფელი” # 34

გამოვიდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გაზეთის ”ჩვენი სოფელი” 2018 წლის ივნისის ნომერი. მასში იხილავთ სტატიებს: ატმის სეზონი; "ტყის მდგრადი მართვა საქართველოში - ფაზა II" შემაჯამებელი კონფერენცია; ქართული ღვინო; ბოლნური ღვინოები; გარემოსდაცვითი კონტროლი;  თუშეთის ეროვნული პარკი; წარმატების ისტორიები; კივის სარეველები; აზიური ფაროსანა; ტრიტიკალეს მოვლა-მოყვანა; სტატია შექმნილია საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემთა..

ვრცლად »

ხელფასების სტატისტიკა: 2018, I კვარტალი

2018 წლის პირველ კვარტალში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 1059 ლარს შეადგენს. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასები შემდეგ სფეროებში დასაქმებულ პირებს აქვთ: საფინანსო საქმიანობა (2305 ლ.) , მშენებლობა (1542 ლ.), ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (1439 ლ.), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (1380 ლ.). ყველაზე მცირე ხელფასები განათლების, სოფლის მეურნეობისა და მომსახურების სფეროებში გამოვლინდა..

ვრცლად »

საარსებო მინიმუმი: 2018, ივნისი

2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად. 2004 წლამდე..

ვრცლად »

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი: ივნისი

სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი ზომავს მწარმოებელთა მიერ წარმოებული საქონლის ფასების საშუალო დონის მაჩვენებლის ცვლილებას საბაზისო პერიოდთან შედარებით. მისი საშუალებით შესაძლებელია მომავალი ინფლაციური წნეხის ადრეულ ეტაპზე პროგნოზირება და ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება პოტენციური გაყიდვებისა თუ წარმოების მოცულობის შესახებ.  2018 წლის ივნისში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1,1 %-ით შემცირდა, ხოლო..

ვრცლად »

საქართველოს საოფისე ბაზარი (ENG)

სააგენტოს ”აწარმოე საქართველოში” ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ”საქართველოს საოფისე ბაზარი” (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა თბილისის საოფისე ბაზრის მიმოხილვა რეგიონების მიმოხილვა კვლევა მომზადებულია Colliers International-ის მიერ სააგენტოსთვის ”აწარმოე საქართველოში”.

ვრცლად »