პარასკევი , მარტი 29 2024
geen

DCFTA საქართველოში: მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამა ემსახურება ქალთა მეწარმეობისა და ბიზნესში მონაწილეობის ხელშეწყობას საწარმოებისათვის საჭირო ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზით. პროგრამის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესით დაკავებული ქალების დაფინანსებაზე წვდომის უზრუნველყოფა მათი საწარმოების მდგრადი განვითარებისა და სამუშაო ადგილების შემქნის მიზნით; ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის განკუთვნილი სპეციფიკური, მდგრადი ფინანსური პროდუქტის შექმნა; ქალების მფლობელობაში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის საკონსულტაციო სერვისებსა და ნოუ-ჰაუზე წვდომაში დახმარების აღმოჩენა.

ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, შერჩეული პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტები გამოყოფენ 43,4 მლნ ევროს მოცულობის საკრედიტო ხაზს ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის სესხის გასაცემად. სესხად გასაცემი თანხის საშუალო მოცულობაა დაახლოებით 15,000 ევრო, ხოლო მაქსიმალური მოცულობა – ერთი მილიონი ევრო. დაგეგმილია დაახლოებით 3,000 სესხის გაცემა ქალების მიერ მართული მცირე და საშუალო ბიზნესისათვის 12 პარტნიორი საფინანსო ინსტიტუტის მეშვეობით.

მეწარმე ქალების მხარდაჭერის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

***

სტატიის წყაროა dcfta.gov.ge

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება