დემოგრაფიული მაჩვენებლები: იანვარი-ივნისი, 2018
საქართველოში 2018 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 24 312 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 23 603 ადამიანი. 2018 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) 709 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი ქვეყნის 3 რეგიონში ფიქსირდება: ქ. თბილისში (2 109), აჭარაში (1 041) და ქვემო ქართლში..2018 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 373 და განქორწინების 5 075 შემთხვევა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილეთ ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით..
ვრცლად »