შაბათი , აპრილი 20 2024
geen

TED საუბრები: რა ქმნის კეთილდღეობას?

ახლა რომ შეგეძლოთ მომავალში, საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიაში ინვესტირება, რას მიუძღვნიდით თქვენს დროსა და ენერგიას? უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდების  80 %-მა ცხოვრების მთავარ მიზნად გამდიდრება დაასახელა. იმავე რესპოდენტების 50 %-მა ასევე გამოთქვა სურვილი გამხდარიყო ცნობილი.

“ადამიანის განვითარების ჰარვარდის კვლევამ” შეისწავლა ათასობით ადამიანი. 75-წლიანი კვლევა ემსახურებოდა მათი მდგომარეობის (სამსახურეობრივი, ოჯახური, ჯანმრთელობის,…) შესწავლას მთელი ცხოვრების მანძილზე.  აღმოჩნდა, რომ კვლევის ყველაზე მკაფიო მესიჯი შემდეგია: კარგი ურთიერთობები გვეხმარება შევინარჩუნოთ ბედნიერება და ჯანმრთელობა. ადამიანები, რომლებიც სოციალურად მჭიდრო კავშირში არიან ოჯახთან, მეგობრებთან და საზოგადოებასთან, არიან უფრო ბედნიერნი, ფიზიკურად  ჯანმრთელნი და  ცხოვრობენ მეტ ხანს, ვიდრე ადამიანები ნაკლები სოციალური კავშირებით. მარტოობის გამოცდილება ძალიან საშიშია, რადგან იზოლირებული ადამიანების უმეტესობის ფიზიკური და გონებრივი ფუნქციონირება სხვებთან შედარებით გაცილებით მალე ქვეითდება. ყველაფერთან ერთად,  აღნიშნულ ჯგუფში სიცოცხლის ხანგრძლივობის ასაკიც მცირეა.

ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ რუსული და ინგლისური სუბტიტრებით.

 

***

სტატიის წყარო TED.com 

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება