მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა
2016 წლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯამური რაოდენობა 962,700 სული იყო, აქედან ფური და ფურკამეჩი – 509,300, ხოლო ხარი და ხარკამეჩი – 453,400 სული. 2 წელზე მეტი ასაკის საქონლის რაოდენობა 577,700 იყო.
განაწილება რეგიონების მიხედვით
ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო (190,800 სული, 19.8 %), ყველაზე ცოტა – თბილისში (3,900 სული, 0.4 %).
რეგიონი | რაოდენობა (სული) | % |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 190,800 | 19.8 |
იმერეთი | 171,400 | 17.8 |
ქვემო ქართლი | 148,900 | 15.5 |
სამცხე-ჯავახეთი | 116,200 | 12.1 |
კახეთი | 97,200 | 10.1 |
აჭარა | 70,300 | 7.3 |
შიდა ქართლი | 62,200 | 6.5 |
გურია | 48,500 | 5.0 |
მცხეთა-მთიანეთი | 34,800 | 3.6 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 18,500 | 1.9 |
თბილისი | 3,900 | 0.4 |
ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ექსპორტ-იმპორტი
2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 99,000-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, იმპორტის რაოდენობა უმნიშვნელოა.
მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
რაოდენობა (სული) | 98,849 | 3,589 |
ჯამური ღირებულება ($) | 36,841,601 | 2,742,957 |
ჯამური მასა (კგ.) | 20,503,121 | 1,165,694 |
1 სულის საშუალო ფასი ($) | 373 | 764 |
1 სულის საშუალო მასა (კგ.) | 207 | 325 |
1 კგ.-ს საშუალო ფასი ($) | 1.80 | 2.35 |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება საქართველოში
2016 წელს საქართველოში წარმოებული პირუტყვის ხორცის წონა 21,500,000 კგ. (დაკლული წონა) იყო, რამაც სრულად წარმოებული ხორცის (66,100,000 კგ.) 32.5 % შეადგინა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის წარმოება რეგიონების მიხედვით
ყველაზე მეტი ხორცი იმერეთში იყო წარმოებული (4,700,000 კგ., 21.7 %), ყველაზე ცოტა – გურიაში (500,000 კგ., 2.3 %) (თბილისის მაჩვენებელი ნულოვანია).
რეგიონი | ხორცის წარმოება (კგ.) | % |
იმერეთი | 4,700,000 | 21.9 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 3,200,000 | 14.9 |
კახეთი | 3,100,000 | 14.4 |
შიდა ქართლი | 2,400,000 | 11.2 |
ქვემო ქართლი | 2,100,000 | 9.8 |
აჭარა | 2,000,000 | 9.3 |
მცხეთა-მთიანეთი | 1,800,000 | 8.4 |
სამცხე-ჯავახეთი | 1,000,000 | 4.7 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 700,000 | 3.3 |
გურია | 500,000 | 2.3 |
თბილისი | – | – |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის საშუალო ფასები
საქართველოში წარმოებული დაკლული ხორცის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 10.48 ლარი/კგ. იყო, საშუალო სამომხმარებლო ფასმა კი 12.43 ლარი/კგ. შეადგინა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის ექსპორტ-იმპორტი
2016 წელს საქართველოში იმპორტირებულია $ 7 მლნ. ღირებულების 2,700 ტონა ხორცი, აქედან თითქმის 100 % გაყინული ხორცია. ექსპორტის სიდიდე უმნიშვნელოა.
მონაცემი | ექსპორტი გაყინული ხორცის | ექსპორტი ახალი ან გაციებული ხორცის | იმპორტი გაყინული ხორცის | იმპორტი ახალი ან გაციებული ხორცის |
მასა (კგ.) | – | 1,703 | 2,700,095 | 646 |
ღირებულება ($) | – | 10,085 | 7,038,991 | 14,480 |
საშუალო ფასი ($/კგ.) | – | 5.92 | 2.61 | 22.41 |
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის წარმოება საქართველოში
2016 წელს მიღებული ფურისა და ფურკამეჩის რძის მოცულობა 530,200,000 ლიტრი იყო, რამაც სრულად წარმოებული რძის (ცხვრისა და თხის რძის ჩათვლით: 540,100,000 ლიტრი) 98.2 % შეადგინა.
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის წარმოება რეგიონების მიხედვით
ყველაზე მეტი რძე ქვემო ქართლშია წარმოებული (102.7 მლნ. ლიტრი, 19.8 %), ყველაზე ცოტა – თბილისში (3.0 მლნ. ლიტრი, 0.6 %).
რეგიონი | რძის წარმოება (ლტ.) | % |
ქვემო ქართლი | 102,700,000 | 19.4 |
იმერეთი | 102,100,000 | 19.3 |
სამცხე-ჯავახეთი | 75,600,000 | 14.3 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 71,000,000 | 13.4 |
კახეთი | 48,500,000 | 9.1 |
შიდა ქართლი | 40,700,000 | 7.7 |
აჭარა | 35,500,000 | 6.7 |
გურია | 25,600,000 | 4.8 |
მცხეთა-მთიანეთი | 18,500,000 | 3.5 |
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი | 7,000,000 | 1.3 |
თბილისი | 3,000,000 | 0.6 |
ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა
1 სული ფურისა და ფურკამეჩის საშუალო წველადობა 2016 წელს 1,421 ლიტრი იყო. საშუალო წლიური წველადობა რეგიონების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება და 1,151-დან 1,679 ლიტრამდე შუალედშია.
რეგიონი | საშუალო წველადობა (ლიტრი/წელი) |
გურია | 1,679 |
ქვემო ქართლი | 1,611 |
შიდა ქართლი | 1,561 |
სამცხე-ჯავახეთი | 1,530 |
იმერეთი | 1,459 |
კახეთი | 1,352 |
მცხეთა-მთიანეთი | 1,307 |
აჭარა | 1,189 |
სამეგრელო-ზემო სვანეთი | 1,183 |
დანარჩენი რეგიონები | 1,151 |
ფურისა და ფურკამეჩის რძის ექსპორტ-იმპორტი
მონაცემი | ექსპორტი | იმპორტი |
მოცულობა (ლიტრი) | – | 3,019,137 |
ღირებულება ($) | – | 3,284,507 |
საშუალო ფასი ($/ლტ.) | – | 1.09 |
ფურისა და ფურკამეჩის რძის საშუალო ფასები
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რძის საშუალო ფასი ‘’ფერმის კართან’’ 2016 წელს 0.80 ლარი/ლტ. იყო, საშუალო სამომხმარებლო ფასმა კი 1.84 ლარი/ლტ. შეადგინა.
***
სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და ფინანსთა სამინისტროს მონაცემთა საფუძველზე.
სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”