პარასკევი , მაისი 3 2024
geen

სიახლეები

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი VI

აქ მოცემულია 3 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ საბანკო, სადაზღვევო და ტურიზმის ბაზრების მონაცემები. ეროვნული ბანკის ვებ-გვერდი nbg.gov.ge აქ იხილავთ საქართველოში რეგისტრირებული საბანკო დაწესებულებების რეესტრს, ცალკეული ბანკების საბაკო სისტემის ჯამურ ფინანსურ მაჩვენებლებს, ფინანსური ინსტიტუტების (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, საპენსიო სქემები…) რაოდენობებს წლებისა და თვეების მიხედვით, ფინანსურ და მონეტარულ სტატისტიკას, ანალიტიკურ …

ვრცლად »

კონკურენტული უპირატესობა

კონკურენცია არის მეტოქეობა ბაზარზე გარკვეული სარგებლის მიღების მიზნით. თქვენი კონკურენტები თქვენს სამოქმედო ბაზარზე თქვენს სამიზნე სეგმენტს სთავაზობენ იგივე პროდუქტს, რომელსაც ყიდით თქვენ.  მყიდველი ცდილობს მიიღოს მეტი სარგებელი გაცემული ფულის სანაცვლოდ და კონკურენტი ბიზნესებიდან ჯილდოვდება საუკეთესო. წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია კონკურენტული უპირატესობის ფლობა – თუკი თქვენს ბიზნესს აქვს ისეთი უნიკალური …

ვრცლად »

პოზიციონირება: სტრატეგიის შერჩევა

პოზიციონირების მიზნებისთვის კონკურენტული უპირატესობების ამორჩევის შემდეგი ეტაპია პოზიციონირების სტრატეგიის შერჩევა. როგორც წესი, მომხმარებელი ირჩევს პროდუქტს ან მომსახურებას, რომელიც უდიდეს ფასეულობას სთავაზობს მას. მარკეტოლოგებს სურთ ბრენდის მნიშვნელოვან, კონკურენტებისაგან განსხვავებულ სარგებელზე გაამახვილონ ყურადღება. ბრენდის სრულ პოზიციონირებას ეწოდება ბრენდის ფასეულობათა განაცხადი – სარგებლის სრული კომპლექსი, რომლითაც პოზიციონირებულია ბრენდი. ეს არის პასუხი მომხმარებლის კითხვაზე, …

ვრცლად »

მეწარმეთათვის სასარგებლო ინფორმაციის წყაროები: ნაწილი V

აქ მოცემულია 2 ვებ-გვერდის მოკლე მიმოხილვა, რომლებზეც შეგიძლიათ იხილოთ თქვენი ბიზნესის დაწყებისთვის, საწარმოს საკანონმდებლო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანისთვის აუცილებელი და სხვა ინფორმაცია. საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ვებ-გვერდი matsne.gov.ge აქ შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ყველა უწყების მიერ მიღებული ნორმატიული აქტები, საერთაშორისო ხელშეკრულებები, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები, ადგილობრივი თვითმმართველობის აქტები და საჯარო განცხადებები. საჯარო რეესტრის ეროვნული …

ვრცლად »

პარეტოს პრინციპი

პარეტოს პრინციპი არის ემპირიული წესი, რომლის თანახმადაც ძალისხმევის 20 % იძლევა შედეგის 80 %-ს, ხოლო ძალისხმევის დანარჩენი 80 % იძლევა შედეგის მხოლოდ 20 %-ს: საქმეზე მოქმედი მნიშვნელოვანი ფაქტორების რაოდენობა ცოტაა, უმნიშვნელო – ბევრი. წარმატებას იწვევს მცირე რაოდენობის მაღალშედეგიანი ქმედებები, წარუმატებლობისთვის კი მცირე რაოდენობის დესტრუქციული ძალებიც საკმარისია. პარეტოს პრინციპის თანახმად, თუ …

ვრცლად »

გზამკვლევი: ქართული თაფლის გზა ევროპისკენ

2016 წელს ევროკავშირმა საქართველო მესამე ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი დაშვებულია. მსოფლიოში წლიურად 2 მილიონ ტონამდე თაფლი იწარმოება. თაფლის ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია ევროკავშირი – 2015 წელს მან 268 ათასი ტონა თაფლი აწარმოა, ხოლო 500 მილიონ ევრომდე ღირებულების 197 ათას ტონაზე მეტი თაფლი იმპორტით …

ვრცლად »

მცირე და საშუალო საწარმოთა კვლევა

პირველმა საკონსულტაციო კომპანიამ 2017 წლის ივლისში ჩაატარა კვლევა ‘’რეგიონულ მცირე და საშუალო საწარმოთა შეფასებები’’. კვლევისთვის გამოყენებული იყო მეწარმეთა ინტერვიუირება, მათი დოკუმენტაციის შესწავლა, გაყიდვების არხებთან ურთიერთობების შესწავლა, მართვის და წარმოების პროცესებზე დაკვირვება. კვლევისთვის შერჩეული იყო რძის პროდუქტების, ხორცპროდუქტების, ხილის პროდუქტების, მატყლის პროდუქტების და სასოფლო-სამეურნეო ცხოველების საკვების მწარმოებელი საწარმოები (სულ 24 საწარმო, აქედან 19 მცირე და 5 საშუალო) ქვემო ქართლიდან, აჭარიდან, შიდა ქართლიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, კახეთიდან და იმერეთიდან.

ვრცლად »

პრობლემის გადაჭრის გზა: 5W

„5W“ წარმოადგენს კითხვებს, რომლებზე გაცემული პასუხებიც ინფორმაციის მოძიებისა და პრობლემის გადაჭრის საფუძველს წარმოადგენს. ისინი ხშირად გამოიყენება ჟურნალისტიკაში, ბიზნესში, კვლევებსა და კრიმინალურ გამოძიებებში. აღნიშნული მეთოდი ერთგვარი ფორმულაა კონკრეტულ თემაზე სრული ინფორმაციის მისაღებად. „5W“-ს პრინციპის თანახმად, საკითხი შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად განხილულად, თუ ის პასუხობს შემდეგ კითხვებს: „ვინ? რა? როდის? სად? რატომ?“.

ვრცლად »

დასაქმება და უმუშევრობა 2016 წელს

2016 წელს საქართველოში აქტიური მოსახლეობის – სამუშაო ძალის – რაოდენობა 1,998,325 ადამიანი იყო, აქედან დასაქმებულთა რაოდენობა 1,763,265 ადამიანს შეადგენდა, უმუშევართა რაოდენობა კი 235,060 იყო. დასაქმებულებიდან 42.3 % დაქირავებით მომუშავე ადამიანი იყო, 57.3 % – თვითდასაქმებული (0.4 %-ის სტატუსი გაურკვეველია). უმუშევრობის დონე 2016 წელს 11.8 %-ს შეადგენდა. დასაქმება და უმუშევრობა დასაქმების …

ვრცლად »

2016 წლის ავტოპარკი

2016 წლის ბოლოს საქართველოს ავტოპარკი 1,193,975 ავტომანქანისგან შედგებოდა. აქედან მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების წილი 81.6 % იყო, სამგზავრო ავტომანქანების - 4.5 %, ხოლო სატვირთოების წილი 8.3 % იყო. ავტოპარკის 91 % 2007 წლამდეა წარმოებული, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი კი 1.3 %-ს შეადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Mercedes-Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები, მოდელებიდან კი ლიდერობდნენ Opel Astra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C და Opel Vectra.

ვრცლად »