შაბათი , მაისი 18 2024
geen

მთავარი

საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი (ENG)

სააგენტოს ''აწარმოე საქართველოში'' ვებ-გვერდზე განთავსებულია კვლევა ''საქართველოს სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზარი'' (ინგლისურ ენაზე). კვლევაში შესულია შემდეგი თემები: ქვეყნის პროფილი ბიზნეს-გარემო ეკონომიკური პერსპექტივა საქართველოს სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები საქართველოში თბილისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა ქუთაისის სამრეწველო და ლოჯისტიკის ბაზრის მიმოხილვა...

ვრცლად »

სასტუმროების საშუალო ფასები: 2018, მაისი

2018 წლის მაისში, საქართველოში 3-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა1 137 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო ფასი, თბილისში დაფიქსირდა - 157 ლარი. (საშუალოზე 15%-ით მაღალი). 4-ვარსკვლავიანი სასტუმროების საშუალო ფასმა მაისში 232 ლარი შეადგინა. 3-ვარსკვლავიან სასტუმროთა მსგავსად, ყველაზე მაღალი საშუალო ფასი 4-ვარსკვლავიან სასტუმროთა შორის თბილისში დაფიქსირდა - 261 ლარი (საშუალოზე 13%-ით მაღალი). 5-ვარსკვლავიან სასტუმროთა საშუალო..

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2017 წლის 12 თვე

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით 2017 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2017 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 441.4 მლნ. ლარი შეადგინა, ანაზღაურებული ზარალების სიდიდე კი 248.8 მლნ. ლარი იყო. 2017 წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიების წმინდა...

ვრცლად »

მეღვინეობა-მევენახეობის რეგიონები და ღვინის ჯიშები საქართველოში

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია თავისი მდიდარი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის კულტურით. საქართველოს ტერიტორიაზე ძირითადი მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონებია: კახეთი (შიდა კახეთი, გარე კახეთი) - კახეთი ქართული მეღვინეობის უმთავრესი რეგიონია. საქართველოში დარეგისტრირებული 18 ადგილწარმოშობის ღვინიდან 14 კახეთში იწარმოება: წინანდალი, გურჯაანი, ვაზისუბანი, მანავი, კარდენახი, ტიბაანი, კახეთი, კოტეხი, ნაფარეული, მუკუზანი, თელიანი, ქინძმარაული, ახაშენი, ყვარელი. ქართლი (ქვემო..

ვრცლად »

ბროშურა “მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები”

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია პრაქტიკული სახელმძღვანელო მცირე ბიზნესისთვის "მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები". ეს სახელმძღვანელო მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურ შეფასებას ასწავლის. ბროშურა ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის მათ პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს სთავაზობს. ამასთან, პუბლიკაციაში მოცემულია ქართული...

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: სტატისტიკური და ფინანსური მონაცემების ბაზა

წლების მიხედვით მთლიანად სადაზღვევო ბაზრის და ცალკეული სადაზღვევო კომპანიების სტატისტიკური და ფინანსური მაჩვენებლები შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ვებ-გვერდზე. ამ სამსახურის მონაცემებით 2017 წლის ბოლოს რეგისტრირებული იყო 17 სადაზღვევო კომპანია, 16 მათგანი ფლობდა სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მათგანი - მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. 2017 წელს მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ...

ვრცლად »

საქონლით საგარეო ვაჭრობა საქართველოში: 2018, I იანვარი-მაისი

2018 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 895.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 24.5 %-ით მეტია; აქედან ექსპორტი 1 284.7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (28.0 %-ით მეტი), ხოლო იმპორტი 3 610.9 მლნ. აშშ დოლარს (23.4 %-ით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მაისში 2 326.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.5 % შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე..

ვრცლად »

მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოში: 2018, I კვარტალი

2018 წლის I კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 9 150,2 მლნ. ლარი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,3 %-ით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,3 %-ით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,4 %), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (13,4 %)..

ვრცლად »

საქართველოს სოფლის მეურნეობა: 2017

2017 წელს საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა 1.565 მლნ ადამიანს შეადგენდა, რაც მთელი მოსახლეობის 42 %-ია. მათგან 8.2 %-ის დასაქმების სფეროს წარმოადგენდა სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, ნადირობა და თევზჭერა; 16.4 %-ის - მრეწველობა; 9.3 %-ის - მშენებლობა; 17.6 %-ის - ვაჭრობა; 10.2 %-ის - ვაჭრობა, ხოლო დანარჩენი 38.3 % სხვა კატეგორიებში ნაწილდებოდა.  ქვემოთ მოცემული პუბლიკაციის მონაცემები ეფუძნება 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერას, რომელიც 2016 წელს შერჩევის ზომის..

ვრცლად »

მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა: 2017

ქვემოთ წარმოდგენილი ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის“ შედეგებს. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. იგი გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით მიმდინარე ერთობლივი ღონისძიებების ნაწილია და საქართველოში ბავშვებისა და მათი ოჯახების კეთილდღეობის მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებას ისახავს მიზნად. კვლევას სამი მიზანი აქვს. ესენია: 1. საქართველოში არსებული სოციალურ..

ვრცლად »