კვირა , ოქტომბერი 6 2024
geen

ბროშურა “მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები”

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულია პრაქტიკული სახელმძღვანელო მცირე ბიზნესისთვის “მიიღეთ უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილებები”. ეს სახელმძღვანელო მომხმარებლებს უცხოურ ვალუტაში სესხებასთან დაკავშირებული რისკების რეალისტურ შეფასებას ასწავლის. ბროშურა ძირითადად მცირე ბიზნესის წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი და საკუთარი ბიზნესის გაძლიერებისთვის მათ პრაქტიკულ და ადვილად აღსაქმელ რჩევებს სთავაზობს. ამასთან, პუბლიკაციაში მოცემულია ქართული ბიზნესის რეალისტური მაგალითები და რეკომენდაციები, თუ როგორ განისაზღვროს, რამდენად ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მოცემული ბიზნესისთვის უცხოურ ვალუტაში სესხება. ბროშურას თან ერთვის პრაქტიკული მოდელები – ფულადი ნაკადების მოდელი, ვალის მომსახურების კოეფიციენტის მოდელი და საბალანსო უწყისის მოდელი, რომლებიც მცირე ბიზნესს უკეთესი ფინანსური გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება.

ეს ბროშურა გთავაზობთ რჩევებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ. აღნიშნული ბროშურა გირჩევთ განიხილოთ სხვადასხვა შემოთავაზება და შესაძლებლობა; თუმცა, არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტად მაღალი, ან თქვენთვის გაუგებარი რისკი.

Comments

Comments

კომენტარის დატოვება