შაბათი , აპრილი 27 2024
geen

მოქალაქის პორტალი

მოქალაქის პორტალი წარმოადგენს ონლაინ რესურსს, რომელშიც თავმოყრილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისები. მოქალაქის პორტალი მომხმარებელს საშუალებას აძლევს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან, სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად, ახალი პირადობის მოწმობით და/ან მომხმარებლის მიერ დარეგისტრირებული სახელისა და საიდუმლო სიტყვის მეშვეობით დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე მარტივი კომბინაციის განხორციელებით ისარგებლოს, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სტრუქტურების ელექტრონული სერვისებით და მნიშვნელოვნად დაზოგოს, როგორც დროითი, ისე ფინანსური რესურსები.

მოქალაქის პორტალზე მომხმარებლის პირადი გვერდი წარმოადგენს სივრცეს, სადაც მოცემულია პიროვნებასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ინფორმაცია და სერვისების ჩამონათვალი. პორტალზე განთავსებული სერვისები გაერთიანებულია შემდეგ კატეგორიებში: პირადი ინფორმაცია, ოჯახი, ჯანმრთელობა, სოციალური მომსახურება, ქონება, ბიზნესი, დავალიანება, ჯარიმები, სხვადასხვა ონლაინ გადახდები.

 

Comments

Comments

კომენტარის დატოვება