შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

ბაზრები

საქართველოს მოსახლეობა

საქართველოს მოსახლეობა (ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გარდა) 2017 წლის 1-ლი იანვრისთვის 3,718,200 ადამიანია. მოსახლეობის 57.2 პროცენტი (2,128,600) ცხოვრობს საქალაქო დასახლებაში, ხოლო 42.8 პროცენტი (1,589,600) – სასოფლო დასახლებაში. მამაკაცთა რაოდენობაა 1,781,500 (მოსახლეობის 47.9 %), ხოლო ქალების – 1,936,700 (მოსახლეობის 52.1 %). ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის (0-14 ასაკობრივი ჯგუფი) წილმა მთელ მოსახლეობაში 19.5 …

ვრცლად »

რეიტინგი: Fraser Institute – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი (2016 წლის რეპორტი)

Fraser Institute-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს ქვეყნის პოლიტიკა და ინსტიტუციები ქვეყნის ეკონომიკურ თავისუფლებას. ინდექსი იზომება შემდეგი კომპონენტების ანალიზის საფუძველზე: მთავრობის ზომა: მთავრობის დანახარჯები, გადასახადები და სახელმწიფო საწარმოები სამართლებრივი სტრუქტურა და ქონებრივი უფლებების დაცვა მყარი ვალუტა საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება საკრედიტო ბაზრის, შრომის ბაზრის და ბიზნესის რეგულირება Fraser …

ვრცლად »

ბაზრები და ბაზრობები: 2016 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის შედეგებით 2016 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრების და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 211 ეკონომიკური სუბიექტი, რომელთა 29,4 % ქალაქ თბილისშია განთავსებული, 21,8 % – იმერეთში, 12,3 % – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 11,4 % – კახეთის რეგიონში, 8,1 % – ქვემო ქართლში, 5,2 % – აჭარაში, 4,3 % – …

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2017 წლის იანვარი-ივნისი

2017 წლის მე-2 კვარტლის ბოლოს საქართველოში 16 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია მუშაობდა. მათ დაზღვევის 18 სახებაში ჯამურად 247,382,801 ლარი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს (აქედან პირველ სამეულზე სრული პრემიის 58 % მოდიოდა). დაზღვევის სახეობების მიხედვით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს 50 %-იანი საბაზრო წილით (დაზღვევის 3 ლიდერ სახეობაზე სრულად მოზიდული პრემიის 81 % მოდოდა). წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 116,297,224 ლარის ზარალი აანაზღაურეს.

ვრცლად »

სადაზღვევო ბაზარი: 2016 წელი

2016 წლის ბოლოს საქართველოში 14 ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანია მუშაობდა. მათ დაზღვევის 18 სახებაში ჯამურად 393,038,614 ლარი სადაზღვევო პრემია მოიზიდეს (აქედან პირველ სამეულზე სრული პრემიის 60 % მოდიოდა). დაზღვევის სახეობების მიხედვით სამედიცინო დაზღვევა ლიდერობს 45 %-იანი საბაზრო წილით (დაზღვევის 3 ლიდერ სახეობაზე სრულად მოზიდული პრემიის 76 % მოდოდა. წლის განმავლობაში სადაზღვევო კომპანიებმა 23,1862,996 ლარის ზარალი აანაზღაურეს.

ვრცლად »

შიდა მოგზაურობა საქართველოში: 2017 წლის I კვარტალი

საქართველოში შიდა ვიზიტორებმა 2017 წლის იანვარ-მარტში რამდენჯერმე იმოგზაურეს – წლის პირველი კვარტლის ჯამური ვიზიტების რაოდენობამ 3 მილიონამდე ვიზიტი შეადგინა, რაც 1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ვიზიტების უმრავლესობა მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად (55.2 %) განხორციელდა, ვიზიტების შედარებით მცირე რაოდენობა დაფიქსირდა მკურნალობა/გაჯანსაღების (12.7 %) და შოპინგის (12.2 %) მიზნით, …

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2017 წლის იანვარი-ივნისი

2017 წლის ივნისში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2017 წლის 1-ლ კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 74.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56.3 % მსხვილფეხა, ხოლო 43.7 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,463.2 ათასი ერთეული იყო. 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 91.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49.9 % მსხვილფეხა, ხოლო 50.1 % - წვრილფეხა. დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,499.1 ათასი ერთეული იყო.

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: 2017 წლის იანვარი-ივლისი

საქართველოში 2016 წელს 3,978,657 ტურისტი შემოვიდა (ეს 17 %-ით, 572,195 ადამიანით აღემატება 2016 წლის პირველი 7 თვის მაჩვენებელს). ყველაზე მეტი ტურისტი აზერბაიჯანიდან (928,170), სომხეთიდან (851,759), რუსეთიდან (726,214) და თურქეთიდან (672,363) გვესტუმრა – მეზობელი ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობამ (3,178,506 ადამიანი) ტურისტთა სრული რაოდენობის 80 % შეადგინა.

ვრცლად »

რეიტინგი: კორუფციის აღქმის ინდექსი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსი გვაჩვენებს კორუფციის საერთო მოცულობას (სიხშირე ან/და კორუფციული გარიგებების მოცულობა) პოლიტიკურ და საზოგადოებრივ სექტორში და ახდენს ქვეყნების რანგირებას კორუფციის აღქმის მიხედვით. ინდექსი ეფუძნება ბიზნესში ჩართული პირების და ანალიტიკოსების გამოკითხვებს და 12 დაწესებულების შეფასებებს (ეს დაწესებულებებია the African Development Bank, the Bertelsmann Foundation, the Economist Intelligence Unit, Freedom …

ვრცლად »

რეიტინგი: Heritage Foundation – ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი

Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი გვაჩვენებს, თუ რამდენად უწყობს ხელს მთავრობა კერძო პირებისა და ბიზნესის ეკონომიკურ თავისუფლებას. ეკონომიკურად თავისუფალ ქვეყნებში მთავრობა ხელს უწყობს შრომას, კაპიტალსა თუ საქონელს თავისუფლად მოძრაობასა და განვითარებაში. ინდექსი დგება 4 კომპონენტის (და 10 ქვეკომპონენტის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: კანონის უზენაესობა(საკუთრების უფლება, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, მთავრობის სამართლიანობა) მთავრობის …

ვრცლად »