ხუთშაბათი , აპრილი 25 2024
geen

ბაზრები

რეიტინგი: World Economic Forum – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2017-2018

World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2017-2018 წლებისთვის საზღვრავს 137 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ფაქტორის (და 12 ქვეფაქტორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო …

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა, ხორცი და რძე 2016 წელს

2016 წლის ბოლოს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯამური რაოდენობა 962,700 სული იყო, აქედან ფური და ფურკამეჩი - 509,300, ხოლო ხარი და ხარკამეჩი - 453,400 სული. 2 წელზე მეტი ასაკის საქონლის რაოდენობა 577,700 იყო. ყველაზე მეტი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი სამეგრელო-ზემო სვანეთში იყო (190,800 სული, 19.8 %), ყველაზე ცოტა - თბილისში (3,900 სული, 0.4 %). 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე გავიდა 99,000-მდე სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, იმპორტის რაოდენობა უმნიშვნელოა.

ვრცლად »

ელევატორების კვლევა: 2016

2016 წელს საქართველოში 43 ელევატორი მუშაობდა, მათგან 88.4 % 3 რეგიონზე (ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, თბილისი) მოდიოდა. 2016 წელს ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 88 ერთეული შეადგინა. 2016 წელს ელევატორების საცავების ჯამური ტევადობა 246,566 კუბური მეტრი იყო, საშრობების კი - 7,090 კუბური მეტრი. 2016 წლის განმავლობაში ელევატორებში შენახული იყო 827.9 ათასი ტონა პროდუქცია...

ვრცლად »

დასაქმება და უმუშევრობა 2016 წელს

2016 წელს საქართველოში აქტიური მოსახლეობის – სამუშაო ძალის – რაოდენობა 1,998,325 ადამიანი იყო, აქედან დასაქმებულთა რაოდენობა 1,763,265 ადამიანს შეადგენდა, უმუშევართა რაოდენობა კი 235,060 იყო. დასაქმებულებიდან 42.3 % დაქირავებით მომუშავე ადამიანი იყო, 57.3 % – თვითდასაქმებული (0.4 %-ის სტატუსი გაურკვეველია). უმუშევრობის დონე 2016 წელს 11.8 %-ს შეადგენდა. დასაქმება და უმუშევრობა დასაქმების …

ვრცლად »

2016 წლის ავტოპარკი

2016 წლის ბოლოს საქართველოს ავტოპარკი 1,193,975 ავტომანქანისგან შედგებოდა. აქედან მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანების წილი 81.6 % იყო, სამგზავრო ავტომანქანების - 4.5 %, ხოლო სატვირთოების წილი 8.3 % იყო. ავტოპარკის 91 % 2007 წლამდეა წარმოებული, 3 წლამდე ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებების წილი კი 1.3 %-ს შეადგენდა. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებული იყო Mercedes-Benz-ის და Opel-ის მარკის ავტომანქანები, მოდელებიდან კი ლიდერობდნენ Opel Astra, Mercedes-Benz E, Mercedes-Benz C და Opel Vectra.

ვრცლად »

რეიტინგი: World Economic Forum – გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 2016-2017

World Economic Forum-ის გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი 138 ქვეყნის კონკურენტულ გარემოს, საზღვრავს ქვეყნების პროდუქტიულობისა და კეთილდღეობის ძირითად განმაპირობებელ და მამოძრავებელ ძალებს. ინდექსი დგება 3 ინდექსის (და 12 ინდიკატორის) ანალიზის საფუძველზე. ესენია: ძირითადი ფაქტორები: ინსტიტუტები, ინფრასტრუქტურა, მაკროეკონომიკური გარემო, ჯანდაცვა და პირველადი განათლება ეფექტიანობის გამაძლიერებელი ფაქტორები: უმაღლესი განათლება და ტრეინინგები, სასაქონლო ბაზრის ეფექტიანობა, …

ვრცლად »

ბიზნესის მარცხის მიზეზები: აშშ-ის მაგალითი

Statistic Brain Research Institute-ის კვლევის თანახმად, აშშ-ში დამწყები ბიზნესის 25 % საქმიანობას 1 წლის განმავლობაში წყვეტს, 10 წლის შემდეგ კი ბაზრიდან ბიზნესის 71 %-ია გასული. ბიზნესის მარცხის მთავარი მიზეზებია არაკომპეტენტურობა, დაუბალანსებელი ან არასაკმარისი მენეჯერული გამოცდილება, გამოცდილების ნაკლებობა საქონლისა და მომსახურების მართვაში. ბიზნესის მარცხზე ნაკლები სიხშირით ახდენს გავლენას უყურადღებობა, თაღლითობა და …

ვრცლად »

სამაცივრე მეურნეობების კვლევა: 2016

2016 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 58 იყო, მათგან 63.8 % 2 რეგიონზე (შიდა ქართლი, თბილისი) მოდიოდა. 2016 წელს სამაცივრე მეურნეობებში მომსახურება გაეწია 8,107 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია - 571 ერთეული შეადგინა. 2016 წლის განმავლობაში 2016 წლის განმავლობაში, მაცივრებში შენახული (განთავსებული) იყო 280.1 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 44,9 %-ს წარმოადგენდა...

ვრცლად »

ბიზნეს რეგისტრი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ და გადმოტვირთოთ სტატისტიკური ბიზნეს რეგისტრი. მისი საშუალებით თქვენ შეგძლიათ მოძებნოთ ორგანიზაცია ან ორგანიზაციები შემდეგი პარამეტრებით: საიდენტიფიკაციო ნომერი ორგანიზაციის დასახელება ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი საქმიანობა შეგიძლიათ მოძებნოთ როგორც ყველა რეგისტრირებული, ასევე მხოლოდ აქტიური ბიზნეს-სუბიექტები. მოძიების შედეგი შეიცავს თითოეული მოძიებული ორგანიზაციის  საიდენტიფიკაციო კოდს, დასახელებას, …

ვრცლად »

ტურიზმი საქართველოში: განთავსების საშუალებები 2017 წლის ივლისში

საქართველოში 2017 წლის იანვარ-ივლისში 3,978,657 საერთაშორისო ტურისტი შემოვიდა, შიდა ვიზიტორთა ვიზიტების ჯამურმა რაოდენობამ კი I კვარტალში 3 მილიონამდე შეადგინა. 2017 წლის ივლისი ბოლოს ქვეყანაში ტურისტთა და შიდა ვიზიტორთა განთავსების 1,927 ობიექტი მოქმედებდა ჯამურად 26,869 ოთახით და 65,124 საწოლი ადგილით. 2017 წლის პირველ 7 თვეში საქართველოში 45 ახალი სასტუმრო გაიხსნა, ხოლო …

ვრცლად »