პარასკევი , აპრილი 19 2024
geen

სასაკლაოების კვლევა: 2017 წლის იანვარი-ივნისი

სასაკლაოების რაოდენობები

2017 წლის ივნისში საქართველოში 74 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 65 % 4 რეგიონზე (ქვემო ქართლი, კახეთი, იმერეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა.

რეგიონი რაოდენობა %
იმერეთი 14 18.9
ქვემო ქართლი 12 16,2
კახეთი 12 16.2
შიდა ქართლი 10 13.5
სამეგრელო-ზემო სვანეთი 9 12.2
მცხეთა-მთიანეთი 4 5.4
თბილისი 4 5.4
გურია 4 5.4
აჭარა 3 4.1
სამცხე-ჯავახეთი 2 2.7
სულ 74
დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები

2017 წლის 1-ლ კვარტალში სასაკლაოებში დაკლულია 74.4 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 56.3 % მსხვილფეხა, ხოლო 43.7 % – წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). დაკლული
ფრინველის რაოდენობა 2,463.2 ათასი ერთეული იყო. 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 91.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 49.9 % მსხვილფეხა, ხოლო 50.1 % – წვრილფეხა. დაკლული ფრინველის რაოდენობა 2,499.1 ათასი ერთეული იყო.

2017 წლის იანვარ-ივნისში დაკლული ფრინველისა და ცხოველის რაოდენობები:

ცხოველი/ფრინველი დაკლულის რაოდენობა (სული)
მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი  87,732
ცხვარი და თხა 24,523
ღორი 53,866
ფრინველი 4,962,335
სხვა 150
სულ 5,128,606
წარმოებული ხორცის რაოდენობა

სასაკლაოების მიერ 2017 წლის 1-ლ კვარტალში 8,021.2 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), 2017 წლის მე-2 კვარტლის განმავლობაში კი – 9,596.2 ტონა.

2017 წლის იანვარ-ივნისში  წარმოებული ხორცის რაოდენობები:

ცხოველი/ფრინველი წარმოებული ხორცი (კგ)
მსხვილფეხარქოსანი პირუტყვი 7,202,814
ცხვარი და თხა 347,663
ღორი 3,134,538
ფრინველი 6,932,086
სხვა 300
სულ 17,617,401
დაკვლის ფასები

ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასი იყო: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის დაკვლა – 23.8 ლარი, ცხვრის ან თხის დაკვლა – 9.4 ლარი, ხოლო ღორის დაკვლა – 21.8 ლარი.

***

სტატია შექმნილია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის 1-ლი კვარტლის და 2017 წლის მე-2 კვარტლის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge”

Comments

Comments

კომენტარის დატოვება