შაბათი , დეკემბერი 21 2024
geen

აგრომეწარმეობა

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 952,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

სურსათის ფასები: 2017 წლის I-II-III კვარტლები

ქვემოთ მოცემულია სურსათის კონკრეტული სახეების საშუალო საცალო ფასები 2017 წლის I, II და III კვარტლისთვის. (სურსათის საშუალო საცალო ფასი გამოთვლილია 1 კილოგრამი სურსათის ღირებულების 100-ზე გამრავლებით). ქვეყნის ტერიტორიაზე რეზიდენტების და არარეზიდენტების მიერ პირადი მოხმარების მიზნით საქონელსა და მომსახურებაზე გაწეული ხარჯების ცვლილების დასადგენად იყენებენ სამომხმარებლო ფასების ინდექსს. სამომხმარებლო ფასების ინდექსი წარმოადგენს მომხმარებელთა მიერ შეძენილი საქონლისა და...

ვრცლად »

სურსათის ექსპორტი: 2017 წელი

2016 წლის 3 კვატლის მონაცემების შედარებით 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი საერთო  ექსპორტის ფონზე სურსათის წილმა ექსპორტში 12.8 %-დან 8,32 %-მდე დაიკლო. სურსათის ექსპორტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16.67 %-ით შემცირდა და 161,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. საექსპორტო საქონლის პოზიციებს შორის ექსპორტირებული რაოდენობის მიხედვით მინერალური წყლები, ბოსტნეული და ღვინო ლიდერობს. ექსპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით წამყვანი პოზიციები...

ვრცლად »

ინტერვიუ ”ორგოს” მეღვისნესთან გოგი დაქიშვილთან

ღვინის მარანი ‘’თელედა’’ ქვევრის რქაწითელს და საფერავს აწარმოებს, რომლებიც ბრენდით ’’ორგო’’ წარმატებით იყიდება საქართველოში და უცხოეთში ელიტარული კლასის ღვინოების ბაზარზე. ‘’თელედას’’ დამფუძნებელი და მეღვინე გოგი დაქიშვილი 25 წელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგში მუშაობს. business.org.ge დაინტერესდა როგორ ქმნის ბატონი გოგი ღვინოს, როგორ გახდა მისი საქმე წარმატებული და რა რჩევებს მისცემს ის სხვა მეწარმეებს. ინტერვიუ …

ვრცლად »

საქართველოს მერძევეობის დარგის მიმოხილვა: 2016 წელი

2016 წელს საქართველოს ნედლი რძის ბაზრის მოცულობა იყო დაახლოებით 0,45 მილიარდი ლარი, ანუ 0.22 მილიარდი აშშ დოლარი. ადგილობრივი რძის წარმოების დაახლოებით მესამედი ინდუსტრიულ გადამუშავებას ექვემდებარება, რაც იმით არის გამოწვეული, რომ ნედლი რძის წარმოებისა და გადამუშავების ბაზრის დიდ წილს შეადგენენ მცირე შინამეურნეობები, რომლებიც არ არიან დარეგისტრირებულნი, როგორც ბიზნესოპერატორები და ფორმალურად არ ახდენენ რძის გადამუშავებას. ეს შესაძლებელია წარმოადგენდეს ინვესტიციების...

ვრცლად »

სოფლის მეურნეობის განვითარების რეფორმა

საქართველოს სოფლის მეურნეობის პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და მიზნობრივი გამოყენება ქვეყნის ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, დადებითი შედეგის მიღწევის უპირველესი გარანტია იქნება მკაფიოდ განსაზღვრული, კონკურენტუნარიანი წარმოებისკენ მიმართული აგრარული პოლიტიკის შემუშავება და ეკონომიკის ამ სექტორში ფინანსური რესურსების მოზიდვის ხელშეწყობა. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და სურსათის...

ვრცლად »

საქართველოს ჩაის ბაზარი – 2016 წელი

საქართველოში 2016 წელს 3,000 ტონა ჩაის ფოთოლი იყო წარმოებული. 2016 წელს საქართველოდან ექსპორტზე 1,400 ტონაზე მეტი ჩაი გავიდა და 1.3-ჯერ მეტი იმპორტით შემოვიდა. ექსპორტირებული და იმპორტირებული პროდუქტების საშუალო ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. 2017 წლის ივნისის მდგომარეობით ბაზარზე წარმოდგენილი იყო შემდეგი პროდუქტები: 25-100-ცალიანი ერთჯერადი პაკეტების შეკვრები, 50-75-100-350-გრამიანი დასაყენებელი ჩაის შეკვრები.

ვრცლად »

ინტერვიუ საკონსულტაციო კომპანია Darts Group-ის დირექტორთან დავით არძენაძესთან

Darts Group დაფუძნდა 2016 წელს და წარმოადგენს ინოვაციური იდეების მქონე ახალგაზრდებისგან დაკომპლექტებულ ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანიას. Darts Group მუშაობს აჭარის რეგიონში და იურიდიულ და ფიზიკურ პირებს სთავაზობს კომპლექსურ მომსახურებას ბიზნესის წარმატებულად განვითარებისთვის. Darts Group-ის გუნდს შემუშავებული აქვს სხვადასხვა მოცულობის 50-ზე მეტი საინვესტიციო და ბიზნეს-პროექტი. business.org.ge დაინტერესდა როგორ დაიწყო Darts Group-ის დირექტორმა დავით არძენაძემ …

ვრცლად »

აგროპროდუქტების საშუალო წლიური ფასები

ქვემოთ მოცემულია 20 აგროპროდუქტის საშუალო წლიური სამომხმარებლო ფასები (ლარებში) 2010-2016 წლებში. აგროწარმოებით დაინტერესებულ პირებს ეს მონაცემები გამოადგებათ სხვადასხვა პროდუქტის ფასების წლიური დინამიკის დასანახად და, შესაძლებელია, საკუთარი აგროპროდუქციის ფასების პროგნოზირებისთვისაც. კვარტლების მიხედვით აგროპროდუქტების ფასების ნახვა შესაძლებელია...

ვრცლად »

თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი: რძე და რძის პროდუქტები

ქვემოთ მოცემულია თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტები რძისთვის და რძის პროდუქტებისთვის. თვითუზრუნველყოფის კოეფიციენტი გამოითვლება ფორმულით: ადგილობრივი წარმოება შეფარდებული ადგილობრივ წარმოებას დამატებული იმპორტი, გამოკლებული ექსპორტი, გამრავლებული 100-ზე. ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს თუ რა დონეზე უზრუნველყოფს ქვეყანა მოცემულ პროდუქტზე საკუთარ მოთხოვნებს საკუთარი რესურსით და რამდენადაა ის დამოკიდებული იმპორტზე. ეს მონაცემები შეიძლება საინტერესო იყოს აგრომეწარმეობით დაინტერესებული პირებისთვის …

ვრცლად »