პარასკევი , მარტი 29 2024
geen

აგრომეწარმეობა

სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელო თხილის სექტორისთვის

თხილის სექტორისთვის სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სახელმძღვანელოს პუბლიკაცია განხორციელდა გერმანიის მეტროლოგიის ინსტიტუტისა (PTB) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის – კერძო სექტორის განვითარება სამხრეთ კავკასიაში მხარდაჭერით; დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) მიერ.    

ვრცლად »

სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელო რძის სექტორისთვის

სურსათის უვნებლობა კონცეფციაა, რომლის მიხედვითაც კონკრეტული სასურსათო პროდუქტი მისი მიზნობრივად მომზადების ან/და მოხმარების შემთხვევაში ზიანს არ მიაყენებს მომხმარებელს. ‘’უვნებელი სურსათი’’ ნიშნავს, რომ მასში პოტენციურად არსებული საფრთხეები იმ მეცნიერულად დასაბუთებულ ზღვრულ ოდენობებშია, რაც უარყოფითად არ იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა თუ მის სიცოცხლეზე. სურსათის ხარისხი კი უკვე უვნებელი სურსათის იმ დამატებითი მახასიათებლების ერთობლიობაა, …

ვრცლად »

საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი: 2017 (წინასწარი მონაცემები)

წინასწარი მონაცემებით 2017 წელს მთლიანმა შიდა პროდუქტმა მიმდინარე ფასებში 38  042,2 მლნ. ლარი შეადგინა, რაც  11,8 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 2017 წელს წინა წელთან შედარებით 5,0 %-ით, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 6,5 %-ით განისაზღვრა. მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (17,6 %) და მრეწველობა (16,4 %). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (10,4 %), მშენებლობა ...

ვრცლად »

ბიზნესის თანადაფინანსების პროგრამა ”ახალგაზრდა მეწარმე”

2018 წლის მარტიდან დაიწყო სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა ''ახალგაზრდა მეწარმე''. პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ''სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო'' (შემდგომში - სააგენტო) დონორი ორგანიზაციის დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება მხოლოდ ახალი ბიზნესი (Start-Up). პროგრამის ფარგლებში...

ვრცლად »

ქართული ღვინის ექსპორტი: 2017

2017 წელს, საქართველოდან, ბოლო თითქმის 30 წლის მანძილზე რეკორდული რაოდენობის ღვინოა ექსპორტირებული, რაც ღვინის ინდუსტრიისა და მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მარეგულირებელი შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული და ეფექტური თანამშრომლობითაა მიღწეული. სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2017 წელს, საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  ექსპორტირებულია 76,7 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 54%-ით აღემატება 2016 წლის  მაჩვენებელს.   სულ ექსპორტირებულია..

ვრცლად »

სასაკლაოების კვლევა: 2017 წელი

2017 წლის ბოლოს საქართველოში 72 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო მუშაობდა, მათგან 45 % 4 რეგიონზე (იმერეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, შიდა ქართლი) მოდიოდა. 2017 წელს სასაკლაოებში დაკლულია 326,440 სული პირუტყვი, მათ შორის 50.4 % - მსხვილფეხა, ხოლო 49.6 % - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობამ 9,909,333 ერთეული შეადგინა. სასაკლაოების მიერ 2017 წლის განმავლობაში 34,145,473 კგ. ხორცი იქნა წარმოებული...

ვრცლად »

ცხვარი და თხა: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 966,500 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის..

ვრცლად »

ღორი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

ღორის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 136,200 სული იყო, 2017 წლის ბოლოს – 164,500 სული. 2016-2017 წლებში ღორი არ იყო ექსპორტირებული. 2016 წელს იმპორტირებული იყო 33,000-მდე ცოცხალი ღორი, 2017 წელს - 39,000-მდე სული.2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე მოგაწვდით სათანადო ინფორმაციას.

ვრცლად »

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017)

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 962,700 სული იყო, 2017 წლის ბოლოს - 900,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 100,000-მდე სული ცოცხალი ფური და ხარი იყო გასული, 2017 წელს - 133,000-მდე სული. 2016 წელს ექსპორტირებული 1 სული საქონლის საშუალო წონა 207 კგ.-ს შეადგენდა, 2017 წელს კი 148 კგ.-ს. იმპორტის რაოდენობა ორივე წელს უმნიშვნელოა. 2017 წლის მე-4 კვარტლის მონაცემები ჯერ არაა გამოქვეყნებული. business.org.ge სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2017 წლის მონაცემების სრულად გამოქვეყნებისთანავე..

ვრცლად »

ცხვარი და თხა: სულადობა და ექსპორტ-იმპორტი (2016-2017 III კვარტალი)

ცხვრისა და თხის რაოდენობა 2016 წლის ბოლოს 936,500 სული იყო, 2017 წლის მე-3 კვარტლის ბოლოს - 1,057,400 სული. 2016 წელს ექსპორტზე 155,000-მდე სული ცხვარი იყო გასული, 2017 წელს - 91,000-მდე სული. თხის ექსპორტ-იმპორტის სიდიდე წლიურად 100 სულზე ნაკლებია. 2017 წელს ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის რაოდენობა და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნადაა შემცირებული - ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს ფერმერების დიდმა ნაწილმა მიიღო ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილება და ცოცხალი ცხვრის საზღვარგარეთ გაყიდვის ნაცვლად ორიენტირება დაიწყო ცხვრის ხორცის ექსპორტზე.

ვრცლად »