შაბათი , აპრილი 27 2024
geen

სურსათის ექსპორტი: 2017 წელი

2016 წლის 3 კვატლის მონაცემების შედარებით 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან, შეიძლება ითქვას, რომ მზარდი საერთო  ექსპორტის ფონზე სურსათის წილმა ექსპორტში 12.8 %-დან 8,32 %-მდე დაიკლო. სურსათის ექსპორტის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 16.67 %-ით შემცირდა და 161,35 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

საექსპორტო საქონლის პოზიციებს შორის საექსპორტო რაოდენობით სასმელებში ღვინო და მინერალური წყლები ლიდერობს.

რაოდენობრივ გამოსახულებაში (ათასი ტონა) 2017 წ.
საქონლის დასახელება  3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი
ხორბალი 12.1
შაქარი 7.6
მცენარეული ზეთი 0.5
ბოსტნეული 50.5
ხილი 25.6
მინერალური წყლები (მილიონი ლიტრი) 104.1
უალკოჰოლო სასმელები (მილიონი ლიტრი) 22.4
ლუდი (მილიონი ლიტრი) 3.5
ღვინო (მილიონი ლიტრი) 39.9
სპირტიანი სასმელები (მილიონი ლიტრი 100% სპირტი) 19.0

 

ექსპორტირებული საქონლის ღირებულების მიხედვით წამყვანი პოზიციები ღვინოს, სპირტიან სასმელებსა და მინერალურ წყლებს უკავია. მათ მოსდევს ხილი, ბოსტნეული და უალკოჰოლო სასმელები.

ღირებულებით გამოსახულებაში (მილიონი აშშ დოლარი) 2017 წ.
საქონლის დასახელება  3 კვარტლის ჯამური მაჩვენებელი
ხორბალი 2.7
შაქარი 3.9
მცენარეული ზეთი 0.6
ბოსტნეული 14.3
ხილი 59.3
მინერალური წყლები 67.7
უალკოჰოლო სასმელები 14.1
ლუდი 2.7
ღვინო 116
სპირტიანი სასმელები 80.6

აღნიშნული 10 პოზიციიდან 9 მათგანის საექსპორტო შემოსავალი 2016 წელთან შედარებით გაზრდილია. საერთო ექპორტის ღირებულების შემცირება კი ხილის ექსპორტის რადიკალურ კლებას უნდა მივაწეროთ. ხილის ექსპორტმა 122 მლნ-დან 59 მლნ-მდე დაიკლო.

***

სტატია შექმნილია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემთა საფუძველზე.

სტატიაზე ყველა საავტორო უფლება დაცულია. მისი სრულად ან ნაწილობრივ გამოქვეყნების შემთხვევაში მის დასაწყისში მიუთითეთ – “წყარო: business.org.ge

Comments

Comments

კომენტარის დატოვება